ბათუმში 11- 12 მარტს არეულობაში მონაწილე ცხრა პირს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიება დაკავებულებს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 3531-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით ჩადენილ დანაშაულს ედავება. ამ მუხლებით, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით ითვალისწინებს, პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მათ სამსახურებრივ შენობაზე ან სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა და პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით.

ამავე საქმეზე წინასწარი პატიმრობა კიდევ ექვს მონაწილეს აქვს შეფარდებული. მათგან ხუთი სრულწლოვანია, ერთი კი - არა. კიდევ ერთი არასრულწლოვანი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.