ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია 21 ივნისს დმანისში მომხდარ დაპირისპირებას დემონსტრაციულ ძალადობის გამოვლინებად და ამ ძალადობისთვის დაუსჯელობად აფასებს. მისივე თქმით, ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, ეს არის პირდაპირი მაგალითი იმისა, რაც საქართველოშიც საარჩევნო კამპანიას არადემოკრატიულს ხდის.

"ამ ყველაფრის გამო, ჩვენ გვაქვს შანსი და მორალური მოვალეობა, რომ 2 ოქტომბერს ისეთი შედეგი დავაყენოთ, რომელიც ივანიშვილის რეჟიმს ვადამდელი არჩევნების დანიშვნას აიძულებს, ყველა ჩვენს მოკავშირეს თავისუფალ სამყაროში აჩვენებს ქართველი ხალხის ნებას", — თქვა ბოკერიამ მთავარი არხის ეთერში.

21 სექტემბერს დმანისში ოპოზიციის ამომრჩეველთან შეხვედრის დროს დაპირისპირება მოხდა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ რამდენიმე პირი ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად უპირისპირდება.

ენმ დმანისში მომხდარ დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებს.

ქართული ოცნების ლიდერი ირაკლი კობახიძე დმანისში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას არ იღებს. მან კვლავ ჟურალისტებს და ტელევიზიებს უთხრა, რომ სიძულვილსა და ბოროტებაზე პასუხისმგებლობა მათ უნდა აიღონ. ის, ასევე, ირწმუნება, რომ მომხდარი გაუმართლებელი და მიუღებელი.