ქართული ოცნების ლიდერი ირაკლი კობახიძე დმანისში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას არ იღებს. მან კვლავ ჟურალისტებს და ტელევიზიებს უთხრა, რომ სიძულვილსა და ბოროტებაზე პასუხისმგებლობა მათ უნდა აიღონ. ის, ასევე, ირწმუნება, რომ მომხდარი გაუმართლებელი და მიუღებელი.

"არანაირი გამართლება არ აქვს და არის სრულიად მიუღებელი. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ამაზე პასუხისმგებლობას აიღებენ კონკრეტულად ის პირები, რომლებიც არიან დამნაშავეები ამ ყველაფერში. ეს არის კონკრეტული პირების პასუხისმგებლობა, ვინც მონაწილეობდა... როდესაც ადგილი აქვს ექსცესს და ეს ინციდენტი იყო ექსცესი, ასეთ დროს ეს არის კონკრეტული პირის პასუხისმგებლობა.

მე რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო? კაცმა დაჭრა, დეგენერატმა ვიღაც კაცი. რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო ამაზე? პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ თქვენ, იმ მუდმივ სიძულვილზე, ძალადობაზე, ბოროტებაზე, და უბედურებაზე, რაც ყოველდღიურად თქვენი არხებიდან გადმოედინება", — თქვა კობახიძემ.

დღეს, 21 სექტემბერს დმანისში ოპოზიციის ამომრჩეველთან შეხვედრის დროს დაპირისპირება მოხდა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ რამდენიმე პირი ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად უპირისპირდება.

ენმ დმანისში მომხდარ დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებს.