Rugby Europe-მა, შეცდომით, ტურნირის გამარჯვებულად საქართველო დაასახელა და ბორჯღალოსნებს თასიც გადასცა.

ტურნირის ფინალურ თამაშში, საქართველოს ნაკრები რუმინეთთან 8-7 დამარცხდა. მოგვიანებით, Rugby Europe-ის სოციალური მედიით გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ტურნირი სინამდვილეში რუმინეთმა მოიგო:

"ფინალური რაუნდის შემდეგ, რუმინული რაგბის ფედერაციას და ქართულ რაგბს თანაბარი ქულები აქვს. შეჯიბრის წესების თანახმად, ამ შემთხვევაში საუკეთესო გუნდი არის გამარჯვებული. ვადასტურებთ, რომ რუმინეთი ოფიციალურად დაჯილდოვდა Rugby Europe Champion 2017-ის ტიტულით."