2013 წლიდან დღემდე საქართველოს ხელისუფლებამ ყველაზე დიდი სოციალური ქსელიდან, Facebook-დან სხვადასხვა ტიპის, მათ შორის, პირადი მიმოწერის შესახებ ინფორმაცია 158-ჯერ გამოითხოვა და ნაწილი მიიღო.

ამ გრაფიკიდან ვიგებთ, რამდენჯერ მოითხოვა ინფორმაცია სახელმწიფომ ფეისბუქისგან დროის სხვადასხვა დროს და რამდენი მიიღო:

  • 2020 წლის ივლისი-დეკემბერი — 10 მოთხოვნა, 70% დაკმაყოფილდა;
  • 2020 წლის იანვარი-ივლისი — 14 მოთხოვნა, 57%-ზე დაკმაყოფილდა;
  • 2019 წლის ივლისი-დეკემბერი — 4 მოთხოვნა, 100% დაკმაყოფილდა;
  • 2019 წლის იანვარი-ივნისი — 16 მოთხოვნა, 56% დაკმაყოფილდა;
  • 2018 წლის ივლისი-დეკემბერი — 19 მოთხოვნა, 89%-ზე დაკმაყოფილდა;
  • 2018 წლის იანვარი-ივნისი — 18 მოთხოვნა, 89%-ზე დაკმაყოფილდა;
  • 2017 წლის ივლისი-დეკემბერი — 16 მოთხოვნა, 94% დაკმაყოფილდა;
  • 2017 წლის იანვარი-ივნისი — 8 მოთხოვნა, 75% დაკმაყოფილდა;
  • 2016 წლის ივლისი-დეკემბერი — 15 მოთხოვნა, 87% დაკმაყოფილდა;
  • 2016 წლის იანვარი-ივნისი — 30 მოთხოვნა, 53% დაკმაყოფილდა;
  • 2015 წლის ივლისი-დეკემბერი — 4 მოთხოვნა, 75% დაკმაყოფილდა;
  • 2015 წლის იანვარი-ივნისი — 1 მოთხოვნა, რომელიც არ დაკმაყოფილდა;
  • 2013 წლის ივლისი-დეკემბერი — 3 მოთხოვნა, 33% დაკმაყოფილდა.

ამ გრაფიკით ვიგებთ, რამდენჯერ მიიღო კონკრეტული მომხმარებლების ანგარიშების შენახვის მოთხოვნა Facebook-მა სახელმწიფოსგან.

პირველი გრაფიკისგან ეს კონკრეტული იმით განსხვავდბა, რომ აქ სახელმწიფომ უშუალოდ კონკრეტული მომხმარებლების ანგარიშების შესახებ ინფორმაცია მოითხოვა. ზედა გრაფიკის შემთხვევაში კი Facebook გვეუბნება, რომ მოთხოვნილი იყო გარკვეული ტიპის ინფორმაცია, რომელსაც არ აკონკრეტებს და ეს შესაძლოა იყო ჯგუფებთან ან გვერდებთან დაკავშირებული მონაცემებიც.

  • 2020 წლის ივლისი-დეკემბერი — 83;
  • 2020 წლის იანვარი-ივნისი — 64;
  • 2019 წლის ივლისი-დეკემბერი — 36;
  • 2019 წლის იანვარი-ივნისი — 65;
  • 2018 წლის ივლისი-დეკემბერი — 70;
  • 2018 წლის იანვარი-ივნისი — 25;
  • 2017 წლის ივლისი-დეკემბერი — 34;
  • 2017 წლის იანვარი-ივნისი — 9;
  • 2016 წლის ივლისი-დეკემბერი — 28;
  • 2016 წლის იანვარი-ივნისი — 18.

ეს მონაცემები ღიაა და სტატისტიკების ნახვა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

მას შემდეგ, რაც სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შიდა ფაილები ინტერნეტში გავრცელდა, ადამიანებში გაჩნდა განცდა, რომ დაუცველები არიან და ამის საპირისპიროს დასამტკიცებლად ხელთ არაფერი მოგვეპოვება. NEXT.On.ge-ს გუნდმა მოამზადა სტატია, რომელიც გასწავლით, როგორ დაიცვათ თავი უკანონო მოსმენებისა და მიყურადებისგან.