გირჩი — მეტი თავისუფლებისთვის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ექსპრემიერი, გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის ქოლგის ქვეშ თამაშობს და "ქართული ოცნების განაყოფია".

"თამაშობს ივანიშვილის ქოლგის ქვეშ და მას უმტკიცებს მთელი ამ დროის განმავლობაში, რომ მე უფრო კარგი "ოცნება" ვარ ვიდრე ის ხალხი ვინც გყავს — ისინი არიან სულელები, უვიცები, არაკომპეტენტურები, არაფრის გამკეთებლები და მე ვარ მაგარი და მენეჯერი, გამკეთებელი და ჩემზე გააკეთე ფსონიო. ეს არის ამ წუთში გახარიას თამაში რაც ჩანს. მაგის გამო არის, რომ ერთ სიტყვას ვერ დააძვრევინებს ვერავინ ბიძინა ივანიშვილზე", — აცხადებს ჯაფარიძე TV პირველის ეთერში.

მისივე თქმით, გახარიას ოპოზიციონერად მხოლოდ "ოცნების" იმ ნაწილის გადმოსახედიდან აღიქმება, რომლებიც დღეს გახარიას ამომრჩევლები არიან.

მას შემდეგ, რაც ექსპრემიერმა თანამდებობა და მამრთველი გუნდი დატოვა არაერთი მოსაზრება გავრელდა იმასთან დაკავშირებით, რომ ის ქართული ოცნების დამაარსებლის, ბიძინა ივანიშვილის ახალი პროექტია. თავად გახარია და მისი ყოფილი თანაგუნდელები ამას უარყოფენ და ექსპრემიერს ღალატში ადანაშაულებენ.