გერმანიის სოციალ-დემოკრატებმა ევროპარლამენტის ყოფილი პრეზიდენტი პარტიის ხელმძღვანელად აირჩიეს. შულცი სექტემბრის არჩევნებში მერკელის მთავარი კონკურენტი იქნება.

The Guardian-ის ცნობით, მოსალოდნელია, რომ ცივი ომის პერიოდის კანცლერის, უილი ბრანდტის შემდეგ, შულცი ყველაზე პოპულარული სოციალ-დემოკრატი იქნება. ევროპარლამენტის ყოფილი პრეზიდენტი სოციალ-დემოკრატიული პარტიისთვის, წლების შემდეგ, ხელისუფლების დაბრუნების, პირველი შანსია.

მერკელის კონსერვატიულ ალიანსს მოსახლეობის 33 პროცენტი უჭერს მხარს, სოციალ-დემოკრატებს - 32%. მოსახლეობის 8-8 პროცენტის მხარდაჭერით სარგებლობენ ულტრა-მემარცხენე დი ლინკი და მწვანეები. 8% უჭერს მხარს მემარჯვენე პოპულისტ პარტიას ალტერნატივა გერმანიისთვის, რომელიც შულცმა მკვეთრად გააკრიტიკა.

ანგელა მერკელის კონსერვატორები ხელისუფლებაში 2005 წლიდან არიან. კანცლერის თანამდებობაზე 11 წლის გატარების შემდეგ, მერკელს დამატებით ოთხი წლით ვადის გახანგრძლივება სურს და კენჭის ყრა მეოთხედ გადაწყვიტა. გერმანიაში არჩევნები, სავარაუდოდ, 24 სექტემბერს გაიმართება.