როგორც ჩანს, ობი-ვან კენობის შესახებ გადაღებულ სერიალს ვარსკვლავური ომების გულშემატკივრები ძალიან მალე იხილავენ. სერიალის ვარსკვლავმა და ობი-ვანის როლის შემსრულებელმა ევან მაკგრეგორიმ დაადასტურა, რომ დისნეიმ პროექტზე მუშაობა დაასრულა. მაკგრეგორის თქმით, ახალი სერიალი გულშემატკივრებს იმედს არ გაუცრუებს.

"სერიალის გადაღება დავასრულეთ და ეს პროცესი ძალიან, ძალიან სახალისო იყო. დებრა ჩოუსთან [რეჟისორი და პროდიუსერი] მუშაობით ძალიან ვისიამოვნე და ვფიქრობ, იმედს არ გაგიცრუებთ", — ამბობს ევანი.

ჯერჯერობით ახალი სერიალის შინაარსის შესახებ ზუსტი დეტალები უცნობია. დადასტურებულია, რომ მოქმედება Star Wars: Revenge of the Sith-ის მოვლენებიდან 8 წლის შემდეგ განვითარდება. აღანიშნავია, რომ სერიალში ობი-ვან კენობი ჰაიდენ კრისტენსენის ანაკინ სკაიუოკერსაც შეხვდება!

სერიალის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, დიდი ალბათობით, მას 2022 წელს ვიხილავთ.

ობი-ვან კენობის სერიალი ჯერ კიდევ 2019 წლის აგვისტოში დაანონსდა და გადაღებები წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა 2020 წლის იანვარში სცენარისტმა ჰოსეინ ამინიმ პროექტი დატოვა, რის გამოც სერიალზე მუშაობა გადაიდო. ამინი აპრილში ჯობი ჰაროლდმა ჩაანაცვლა, თუმცა სცენარის გადაწერისა და COVID-19-ის პანდემიის გამო სერიალის პროდიუსირება 2021 წლამდე გადაიდო. სერიალს დისნეის The Mandalorian-ის რამდენიმე სერიის რეჟისორი დებრა ჩოუ ხელმძღვანელობს.

მაკგრეგორმა ობი-ვან კენობის როლი ვარსკვლავური ომების პრიქველ-ტრილოგიაში შეასრულა, შემდეგ კი ამ როლს ხმოვანი კამეოებით დაუბრუნდა 2015 წლის ძალის გამოღვიძებასა (The Force Awakens) და 2019 წლის სკაიუოკერის აღზევებაში (The Rise of Skywalker).

ამავე თემაზე: