საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში რუსეთის ფედერაციის მიერ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას არ ცნობს. განცხადებაში წერია, რომ არჩევნები საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით ჩატარდა.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის ანექსიას და შესაბამისად, არ ცნობს ყირიმსა და ქალაქ სევასტოპოლში 2021 წლის 17-19 სექტემბერს, რუსეთის ფედერაციის მიერ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და უკრაინის კანონმდებლობის უხეშ დარღვევას", — წერია სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველო კვლავ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიულ მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

რუსეთის ფედრაციის ცესკოს თანახმად, ვლადიმერ პუტინის პარტიამ ერთიანი რუსეთი ქვეყნის საპარლამენტო არჩევნები მოიგო. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა.

გაიგე მეტი: