BBC–ის ცნობით, კანადის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პრემიერმინისტრმა, და ლიბერალური პარტიის ლიდერმა, ჯასტინ ტრუდომ გაიმარჯვა, თუმცა, სრული უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო. ეს პრემიერმინისტრისთვის მესამე ფედერალური არჩევნებია.

ლიბერალურმა პარტიამ არჩვენების შედეგად პარლამენტში 156 მანდატი მოიპოვა, თუმცა, აბსოლუტური უმრავლესობისთვის 170 მანდატია საჭირო. კონსერვატორებმა კი მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსი შეინარჩუნეს და სავარაუდოდ, პარლამენტში 122 ადგილის მიღებას შეძლებენ.

"თქვენ აირჩიეთ მთავრობა, რომელიც თქვენთვის იბრძოლებს", — განაცხადა ლიბერალური პარტიის ლიდერმა.

16 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ კანადის პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ, ქვეყნაში პანდემიის მეოთხე ტალღის დაწყებასთან ერთად, ვადამდელი არჩევნები დანიშნა. ტრუდომ განაცხადა, რომ საყოველთაო არჩევნები მნიშვნელოვანია, რათა ამომრჩეველს თავისი აზრის დაფიქსირების საშუალება მიეცეს ამ გადამწყვეტ მომენტში. ვადამდელი ჩანიშნულ არჩევნებს ორი წლით ადრე ჩატარდა.

2019 წლის არჩევნებში ლიბერალების პარტიამ ხმების უმცირესობა მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ დღის წესრიგის დაყენებასა და კანონების შემუშავებაში მათ ოპოზიციური პარტიების თანხმობა სჭირდება, ამ სიტუაციაში კი ოპოზიცია აკრიტიკებს ტრუდოსა და მის პარტიას პადემიის პერიოდში ხუთკვირიანი კამპანიის დაწყების გამო მხოლოდ და მხოლოდ "პოლიტიკური მოგებისათვის".