დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით საქართველოში მოსახლეობის 25,2% სრულად ვაქცინირებულია, 33,3% კი ერთი დოზით არის აცრილი.

NCDC-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათში 15 096 ადამიანი აიცრა. 21 სექტემბრის მონაცემებით, სულ 1 671 295 აცრაა ჩატარებული.

გუშინ, 20 სექტემბერს თამარ გაბუნიამ თქვა, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპმა ბოლო დღეების განმავლობაში იკლო, რაც ძალიან საგანგაშოა. გამყრელიძე კი მე-5 ტალღაზე საუბრობს და ამბობს, რომ რაც მეტი აცრილი გვეყოლება, მით უფრო იოლად გადავიტანთ მას.

საქართველოში 4 სხვადასხვა ვაქცინა, ფაიზერი, სინოფარმი, სინოვაკი და ასტრაზენეკა არის შემოტანილი. ვაქცინაცია შეუძლია ყველა მსურველს, 16 წელს ზევით. ვაქცინაციისთვის დარეგისტრირება შეგიძლიათ ვებგვერდზე Booking.moh.gov.ge.

იხილეთ იმ დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელია ვაქცინაცია. სია პერიოდულად ახლდება და ადგილები ემატება.

ასევე, შეგიძლიათ ნახოთ იმ დაწესებულებების სია, სადაც აცრას წინასწარი რეგისტრაცის გარეშე შეძლებთ. გარდა ამისა, თბილისში მოქმედებს ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები.