ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რუსთავის მერობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის თქმით, მის მიმართ გამოთქმული მხარდამჭერის გამო, ქალაქის მერიის ერთ–ერთ თანამშომელს, ივანე გველესიანს ჯერ სამსახურიდან წასვლა აიძულეს, შემდეგ კი სცემეს.

"მუშაობდა რუსთავის მერიაში, ერთ–ერთ აიპიში, მან ღიად და საჯაროდ დააფიქსირა ჩვენი, ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა. ის აიძულეს, რომ დაეწერა განცხადება და წამოსულიყო სამსახურიდან და დაემუქრნენ, რომ ფიზიკურადაც გაუსწორდდებოდნენ.

ქართულმა ოცნებამ გუშინ ღამე მას სადარბაზოსთან დააახვედრა სპორტული აღნაგობის, პირბადითა და კეპით აღჭურვილი ადამიანი, სახეზე რომ არ მომხდარიყო მისი ამოცნობა და სასტიკად გაუსწორდნენ", — ამბობს კირკიტაძე TV პირველთან.

მომხდართან დაკავშირებით და იმის გასარკვევად დაიწყო თუ არა გამოძიება, On.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.