შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტში, შურისძიების მოტივით, ორმა პირმა მოქალაქე გაიატაცა, ხელ-ფეხი შეუკრა და სარწყავ არხში გადააგდო, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა. უწყების ცნობით, აღნიშნულს მათი მეგობარი შეესწრო, თუმცა შემთხვევის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა. შსს-მ მომხდარზე სამი ადამიანი დააკავა.

უწყების განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთას, დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდება 3-დან 7 წლამდე, ხოლო შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთა და დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა 7-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.