"ვაქცინაციის ბანერები სხვა ადგილას გადავიტანეთ" — რას პასუხობს ალმა გამყრელიძეს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მიერ გაკეთებული განცხადების პასუხად, კომპანია ალმა აცხადებს, რომ 2021 წლის 14 აპრილის ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებული იყო ალმასა და NCDC-ის შორის, მხოლოდ ბანერების (სარეკლამო ვიზუალის) დაბეჭდვასა და მათ ბილბორდებზე გაკვრას (სამონტაჟო სამუშაოების შესრულებას) ეხებოდა. ალმა ირწმუნება, რომ კონტრაქტი სარეკლამო კონსტრუქციების დაქირავების საფასურს არ ითვალისწინებდა.
მათივე განმარტებით, 2021 წლის 14 აპრილის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება ალმას მიერ ჯერ კიდევ 2021 წლის 20 აპრილისთვის სრულად იქნა შესრულებული. მათი თქმით, ამას NCDC-სთან მიმდინარე წელის 20 აპრილს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტიც ადასტურებს.
სარეკლამო კომპანიაში ამტკიცებენ, რომ ვაქცინაციის ბანერები უფასოდ აქვთ გაკრული და ჩანაცვლებული ბანერებისთვისაც სხვა ადგილი გამოყვეს. ალმა, ასევე, ირწმუნება, რომ NCDC-ს კამპანიის გაგრძელება არ უთხოვია. მათივე თქმით, მიმდინარე წლის აპრილში, სარეკლამო კომპანია ალმამ, NCDC-ის მხარდასაჭერად, ქვეყნის მასშტაბით 40 გარე სარეკლამო მონიტორი და 14 სარეკლამო ბილბორდი უსასყიდლოდ გამოყო, რითაც საზოგადოების ვაქცინაციისკენ მოწოდების კამპანიის ეფექტიანად განხორციელებას ხელი მაქსიმალურად შეუწყო.
კომპანია აცხადებს, რომ აღნიშნული მხარდამჭერი აქცია მიმდინარე წლის 14 აპრილიდან ხორციელდებოდა და საწყის ეტაპზე 3 თვის ვადით დაგეგმილი იყო. მათივე თქმით, ივლისის ბოლომდე სარეკლამო კონსტრუქციებზე NCDC-ის მიერ მოწოდებული ვიზუალები და სარეკლამო რგოლები შენარჩუნებული იყო.
"ამას გარდა, მიუხედავად იმისა, რომ 3 თვის გასვლის შემდეგ NCDC-ის ჩვენთან არანაირი სახის კომუნიკაცია არ დაუმყარებია და ჩვენთვის კამპანიის გაგრძელება არ უთხოვიათ, ალმამ ისევ უსასყიდლოდ შეინარჩუნა და ვაქცინაციის მხარდაჭერის მიზნით განთავსებულ გარე სარეკლამო ბანერებსა და სარეკლამო რგოლებს მონიტორებზე დღემდე ინარჩუნებს", — აცხადებს ალმა.
ალმას მტკიცებით, გადაკრული ბილბორდებისთვის სამი სხვა ადგილი შეარჩიეს, სადაც ვაქცინაციის ბანერები გადაიტანეს. კომპანიის მტკიცებით, შედეგად, დღესდღეობით ქვეყანაში ალმას 50-ზე მეტი სარეკლამო კონსტრუქცია და მონიტორი ვაქცინაციისკენ მოწოდების კამპანიას კვლავ უსასყიდლოდ ეთმობა.
"სამწუხაროა, რომ ალმას მიერ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული ვაქცინაციის მხარდამჭერი აქცია პოზიტიური შეფასების ნაცვლად კომპანიაზე უსაფუძვლო თავდასხმების საფუძველი გახდა. აბსოლუტურად გულწრფელად ვაცხადებთ, რომ ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ბ-ნ ამირან გამყრელიძეს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, თუმცა ვფიქრობთ, რომ არ არის სწორი დაუმსახურებლად და არაობიექტურად მოექცე ვინმეს. დარწმუნებული ვართ, უფრო მეტი დროის დათმობისა და საქმის დეტალებში გარკვევის შემთხვევაში მათ მიერ ამ ტიპის განცხადების გაკეთება არ მოხდებოდა", — აცხადებს ალმა.
კომპანია კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ მათ ბანერებზე გამოკრულ შეინაარს ემიჯნებიან.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით კი, სარეკლამო კომპანიამ ხელშეკრულება დაარღვია. გამყრელიძე ამბობს, რომ ვაქცინაციის კამპანიის ბანერების განთავსების მიმდინარე წლის ბოლომდე იყო.
მისივე ინფორმაციით, ალმასთან აქამდეც თანამშრომლობდნენ და იმედი აქვს, რომ საქმე სასამართლომდე არ მივა.
17 სექტემბერს, თბილისში გვიან ღამით ბანერი წარწერით "არა ნაცებს, არა ბოროტებას" ისევ გამოჩნდა. Facebook-ზე გავრცელდა ფოტოც, სადაც ჩანს, რომ პოლიტიკური პლაკატი ვაქცინაციის მოწოდების ბანერს გადააკრეს. 18 სექტემბერს NCDC-მა განცხადება გაავრცელა და ვაქცინაციის მოწოდების ბანერების ჩანაცვლება დაგმო.
თავად კომპანია ალმამ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტავენ, რომ ფუნქცია მხოლოდ ბილბორდების კონსტრუქციის ფართის გაყიდვა/გაქირავებაა და მათ ვიზუალზე პასუხისმგებლობას იხსნიან. თუმცა, კომპანიაში, ასევე, აცხადებენ, რომ ე.წ. "სისხლიანი" ბანერების შინაარსი მათთვის მიუღებელია. კომპანიის განცხადებაში არაფერია ნათქვამი ხელშეკრულების დარღვევაზე.
გაიგე მეტი:
-
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
გადახედვამეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს მეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს
-
გადახედვაკგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო კგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო
-
გადახედვაროგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა როგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა
-
გადახედვაჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე
-
-
-
გადახედვაNASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო NASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო
-
-
-
გადახედვაკობახიძე: თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება, შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე კობახიძე: თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება, შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე
-
-
გადახედვასაოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე
-
გადახედვა25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს 25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს
-
-
გადახედვაემინემმა 16-წლიანი სიფხიზლის აღსანიშნად ინსტაგრამზე მონეტის ფოტო გააზიარა ემინემმა 16-წლიანი სიფხიზლის აღსანიშნად ინსტაგრამზე მონეტის ფოტო გააზიარა
კომენტარები