თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქალაქში მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში შესყიდული, ISUZU-ს მარკის 180 ერთეული, 8-მეტრიანი ავტობუსიდან და Ford-ის მარკის 300 ერთეული მიკროავტობუსიდან ნაწილი — 35 ახალი ავტობუსი თბილისში უკვე შემოვიდა და მოსახლეობას 23 სექტემბრიდან მოემსახურება.

23 სექტემბრიდან ახალი ავტობუსების პირველი ნაკადით ჩანაცვლდება №67 და №101 ხაზის ავტობუსები, ხოლო №7, №42 და №60 ხაზზე გაიზრდება მათი რაოდენობა და მოლოდინის რეჟიმი 15 წუთამდე შემცირდება.

კალაძის თქმით, იმ ქუჩებზე, სადაც მოუხერხებელია ავტობუსების გადაადგილება, ახალი მიკროავტობუსები იმოძრავებენ.

"ასევე, შემოვიდა ახალი მიკროავტობუსები და წლის ბოლომდე, ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსები იქნება ჩანაცვლებული", — განაცხადა კახა კალაძემ.

მერიის თანახმად, ავტობუსების პროექტის საერთო ღირებულებაა 21 289 768 ევროა.