15 წლის ბიჭმა პენისის გასაზომად USB კაბელი შეიყვანა შიგნით, რაც საავადმყოფოში გადაყვანით დასრულდა.

გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრები ბიჭი ადგილობრივი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების დეპარტამენტს საკმაოდ უჩვეულო პრობლემით მიადგა. ბიჭს განასკვული USB კაბელი ჰქონდა პენისში შეყვანილი და შარდშიც ბევრი სისხლი დაკარგა, რადგან მისი მოცილება არაერთხელ უცდია დამოუკიდებლად (და, როგორც ჩანს, წარუმატებლადაც).

"გარე საშარდე გასავლიდან USB კაბელის ორი დისტალური პორტი იყო გამოშვერილი, განასკვული კაბელის შუა ნაწილი კი შარდსადენში რჩებოდა", — წერენ ექიმები ჟურნალში Urology Case Reports — "სხვა მხრივ, პაციენტი ჯანმრთელი მოზარდი გახლდათ და არც ფსიქიკური აშლილობების ისტორია ჰქონია".

როდესაც დედამ ოთახი დატოვა, ბიჭი ექიმებს გამოუტყდა, რომ კაბელი შარდსადენში პენისის სიგრძის გასაზომად მოითავსა — სქესობრივი ცნობისმოყვარეობის წყალობით, კაბელი გამოიყენა უბრალო სახაზავის ნაცვლად.

გუნდი სადენის მოშორებას ხისტი ცისტოსკოპიითა — პენისში ლითონის წნელის მიწოლით, რათა კაბელი დაეძრათ — და ოპტიკური ურეთროტომიით შეეცადა, ურეთრას ქირურგიული გაფართოებით. ორივე მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, რადგან, როგორც რენტგენულ გამოსახულებაზე ჩანს, კაბელი საკმაოდ გადახლართულია. სადენის განლაგების ასახვამ აჩვენა, რომ ქირურგიული ოპერაცია იყო საჭირო.

ფოტო: Urology Case Reports (CC by 4.0)

"ადვილად შესამჩნევ უცხო სხეულზე სიგრძივი პენო-სკროტალური გაკვეთა ჩავატარეთ და უფრო ღრმა ქსოვილებამდე ფრთხილად გავჭერით, რითაც ბულბოსპონგიოსუსის კუნთი გავაპეთ", — წერენ ავტორები. მარტივად რომ ვთქვათ, მათ ბიჭის პენისის ძირსა და ანუსს შორის არსებული რეგიონი გაკვეთეს — "სადენის ორივე დაბოლოება წარმატებით გამოვაძვრეთ გარე საშარდე გასავლიდან".

პაციენტმა ოპერაცია კარგად გადაიტანა და საავადმყოფოდანაც მალევე გაწერეს. იგი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება.

ექიმები აღნიშნავენ, რომ უროლოგიაში ჩვეულებრივ ასეთი მოვლენები საკმაოდ იშვიათია, თუმცა მსგავსი შემთხვევები მაინც ფიქსირდება.

"არაერთი შემთხვევაა აღწერილი, რომ სხვადასხვა ჯურის ობიექტებს იტენიდნენ — მათ შორის ნემსებს, ქინძისთავებს, რკინის მავთულებს, ფსტის ნიჟარებს", — წერენ ისინი.

როგორც წესი, შემთხვევები მოწამვლას, ფსიქიკურ აშლილობებს და, როგორც ეს შემთხვევა გამოკვეთს, სქესობრივ ცნობისმოყვარეობას უკავშირდება.

"ფსიქიატრიული აშლილობის არანაირი მტკიცებულება არ შეინიშნებოდა და მოვლენის მიზეზადაც "ექსპერიმენტირებას" მივიჩნევთ ავტოეროტიზმის კონტექსტში. ეს სქესობრივი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების კიდევ ერთი შემთხვევაა, რომელიც კრიტიკული უროლოგიური მდგომარეობით დასრულდა", — წერენ ავტორები.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.