პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, 27 სექტემბრიდან ორჯერადად ვაქცინირებული ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირებს ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის საშუალება ექნებათ.

მათივე ცნობით, ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან პაემანზე დაიშვებიან მხოლოდ სრულად ვაქცინირებული პირები, რომლებიც შესაბამის დოკუმენტს წარადგენენ.

პენიცენციური სამსახურის განცხადებით, ამ ეტაპზე სისტემაში მსჯავრდებულების 80% ვაქცინირებულია, 65% კი რევაქცინირებული, რაც შეეხება პერსონალს, თანამშრომელთა 92% აცრილია, ხოლო 77% რევაქცინირებული.