შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დააკავეს წარსულში ნასამართლევი 27 წლის პირი, რომელმაც მიმდინარე წლის 29 მაისს თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, აფხაზეთის განათლების ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა 22 წლის ახალგაზრდას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული პირის იდენტიფიცირება მალევე მოახდინეს, მიმდინარე წლის 31 მაისს ბ.ღ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. 2 ივნისს კი, მოსამართლის განჩინებისა და პროკურორის დადგენილების საფუძველზე, ბ.ღ. ძებნილად გამოცხადდა", — აცხადებს შსს.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით გრძელდება, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებული ბ.ღ. პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.