დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

21 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 470 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 243, ხოლო გარდაიცვალა — 46 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 250 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 726 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 524 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7,21 %, ბოლო 14 დღის მანძილზე — 7,06% ხოლო 7 დღის მანძილზე — 6,65%.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 598 396-ს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 565 773, დღემდე ვირუსს ჯამში 8 621 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 470 ახალი შემთხვევები რეგიონებში ასე გადანაწილდა:

  • თბილისი — 705;
  • აჭარა — 149;
  • იმერეთი — 492;
  • ქვემო ქართლი — 181;
  • შიდა ქართლი — 161;
  • გურია -— 48;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი — 270;
  • კახეთი — 319;
  • მცხეთა-მთიანეთი — 63;
  • სამცხე-ჯავახეთი — 60;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 22.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 23 976 საიდანაც 5 231 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 199, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება — 310.

996 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში,17 749 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე, საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 38 ადამიანი, თვითიზოლაციაში — 19 777.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: