გქონიათ შემთხვევა, როცა დისნეის ანიმაციას უყურებთ და რომელიმე პერსონაჟი რეალურ ადამიანს გაგონებთ? ეს შემთხვევითობა არაა. სრულიად შესაძლებელია, რომ ეს პერსონაჟები ნამდვილი ადამიანების მიხედვით იყვნენ შექმნილნი. დისნეი ხშირად ცნობილ ადამიანებს იყენებს, რათა უფრო სახასიათო პერსონაჟები შექმნას.

1. ჯუნგლების წიგნში ოთხი სვავი Beatles-ის მიხედვით დახატეს

ანიმაცია ჯუნგლების წიგნი 1967 წელს გამოვიდა, როდესად ჯგუფი ბიტლზი პოპულარობის ზენიტში იყო. სწორედ ამიტომ აქვთ სვავებს ასეთი სპეციფიკური ვარცხნილობა. საინტერესოა ისიც, რომ ანიმაციის შემქმნელებს სურდათ, სვავებს Beatles-ის ცნობილი სიმღერა That's What Friends Are For შეესრულებინათ, თუმცა ეს იდეა ჯონ ლენონმა დაიწუნა. მან დისნეის შესთავაზა, არჩევანი ელვის პრესლიზე შეეჩერებინათ.

2. ალადინში ჯინი რობინ უილიამსის მიხედვითაა შექმნილი

ეს ალბათ იცოდით, მაგრამ 1992 წელს გამოსულ ანიმაციაში ჯინი ძალიან ჰგავს ლეგენდარულ რობინ უილიამსს. დისნეის ძალიან სურდა, რომ ჯინი სწორედ ამ მსახიობს გაეხმოვანებინა და ასე სცადეს მისი მოთაფვლა.

3. Wall-E ჩარლი ჩაპლინზე არის დაფუძნებული

ანიმაცია Wall-E პიქსარმა და დისნეიმ 2008 წელს გამოუშვეს. იმის ასათვისებლად, როგორ "აემეტყველებინათ" Wall-E საუბრის გარეშე, ანიმაციის შემქმნელები ერთი წლის მანძილზე ყოველდღე უყურებდნენ ჩარლი ჩაპლინის ფილმებს. ასე რომ, Wall-E-ის მიმიკები სწორედ ლეგენდარული ჩაპლინის ინსპირაციით შეიქმნა.

5. ჯესიკა რებითის ინსპირაცია რიტა ჰეივორსი იყო

ჯესიკა რებითი 1988 წელს ნახევრად-ანიმაციური ფილმიდან Who Framed Roger Rabbit-დან გავიცანით. ანიმაციის რეჟისორმა რიჩარდ ვილიამსმა ახსნა, რომ ჯესიკა რებითის ინსპირაცია რიტა ჰეივორსი იყო, მისი თმა კი ლორენ ბეკოლის ვარცხნილობას მოგაგონებთ. ჯესიკა რებითი ჰეტეროსექსუალი მამაკაცებისთვის იდეალურ ქალად იყო ჩაფიქრებული.

6. The Incredibles-ის ედნა მოდი დიზაინერ ედით ჰედზე არის დაფუძნებული

სუპერ ოჯახის ექსცენტრული გმირი ედნა მოდი კოსტუმების დიზაინერის, ედით ჰედის მიხედვითაა დახატული. მათ იდენტური ვარცხნილობა და სათვალე აქვთ. ანიმაციის რეჟისორები ამ ფაქტს არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.

7. კაპიტანი კაუჭა ჰანს კონრიდის მიხედვით შეიქმნა

პიტერ პენის დაუძინებელი მტერი დისნეის 1953 წლის ანიმაციიდან — კაპიტანი კაუჭა პერსონაჟის გამხმოვანებლის, ჰანს კონრიდის ასლია.

8. საშიში Dr. Facilier მაიკლ ჯექსონზეა დაფუძნებული

Dr. Facilier 2009 წელს გამოსული ანიმაციის, პრინცესა და ბაყაყის ბოროტმოქმედი პერსონაჟია. მიუხედავად იმისა, რომ Dr. Facilier სხვა ცნობილი ადამიანების თვისებებსაც აერთიანებს, ის ყველაზე მეტად მაინც მაიკლ ჯექსონს ჰგავს. უბრალოდ დააკვირდით მის მოძრაობებს!

9. ალადინის ინსპირაცია ტომ კრუზი იყო

ჯინი ალადინის ერთადერთი პერსონაჟი არაა, რომელსაც რეალური პროტოტიპი ჰყავს. ალადინი დისნეის ხელმძღვანელის, ჯერემი კატცენბერგის რჩევით, ტომ კრუზის მიხედვით დაიხატა.

10. სკარი თავის გამხმოვანებელს, ჯერემი აირონსს ჰგავს

სკარი დისნეის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ბოროტმოქმედია. მისი მიმიკების და გამომეტყველების შესაქმნელად ანიმატორმა ანდრეას დეჟამ მსახიობ ჯერემი აირონსის დრამატული როლები საფუძვლიანად შეისწავლა.