ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ 2 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს. ინფორმაცია On.ge-ს საქალაქო სასამართლოში დაუდასტურეს.

შსს-ს ცნობით, საქმეში ბრალდებულები 21 წლის ა.ჭ. და 22 წლის გ.კ. არიან, რომლებიც უწყების განცხადებით, კვარაცხელიას მკვლელობის განზრახვით, წინასწარ შემუშავებული გეგმით მოქმედებდნენ. მათივე ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

ნიკა კვარაცხელია 15 სექტემბერს ანჯაფარიძის ქუჩაზე დაჭრეს, რის შემდეგაც კლინიკაში გარდაიცვალა. ის Forbes-ის 30 წლამდელთა სიაში იყო. კვარაცხელია, ასევე, საქართველოში ონლაინ-პლატფორმა Feedc შემქმნელია.