ოკუპირებული აფხაზეთის იზოლატორში ახალგაზრდას გარდაცვალება ფუნდამენტური უფლების დარღვევაა — DRI
ოკუპირებული აფხაზეთის დროებითი დაკავების იზოლატორში 24 წლის ანრი ატეიბას გარდაცვალებას დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევების სავარაუდო ფაქტად აფასებს და სრულ პასუხისმგებლობას აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას აკისრებს.
12 აგვისტოს გაგრის რაიონის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი დაკავების იზოლატორში ანრი ატეიბა უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ახალგაზრდა კომატოზურ მდგომარეობაში ერთი თვე იმყოფებოდა და 14 სექტემბერს გარდაიცვალა.
როგორც აფხაზეთის დე ფაქტო შსს აცხადებს, 5 ივლისს ატეიბამ გაგრის კრიმინალური საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსს წინააღმდეგობა გაუწია მას შემდეგ, რაც ნარკოლოგიური ტესტის გავლა მოსთხოვეს. ზემოაღნიშნული შემთხვევის გამო, ატეიბა 7 აგვისტოს დააკავეს და ბრალად გაგრის კრიმინალური საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მიმართ ძალადობა, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაგდება წაუყენეს.
2021 წლის 8 აგვისტოს, ანრი ატეიბას ადვოკატმა გაგრის რაიონის დე ფატო პროკურატურას მიმართა განცხადებით, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს ცემისა და წამების გამო სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა მოითხოვა. თუმცა 2021 წლის 12 აგვისტოს დილის 01:30 საათზე, იგი საკანში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ერთი თვის შემდეგ გარდაიცვალა.
ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებული თვითმკვლელობას ცდილობდა.
"სახეზეა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევების სავარაუდო ფაქტები, მათ შორის, ანრი ატეიბას წამება და არაადამიანური მოპყრობა, სიცოცხლის უფლების ხელყოფა, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას", — აცხადებს DRI.
DRI საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს დაინტერესდნენ ანრი ატეიბას საქმის გამოძიების მიმდინარეობით და აფხაზეთში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით მუშაობა გაააქტიურონ.
არასამთავრობო ორგანიზაცია, ასევე, მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას — ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლების უფლებების დაცვა/ადვოკატირება ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულ მიმართულებად აქციოს.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები