ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ორსულებში ვაქცინაციის ტემპი დაბალია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"არის, რა თქმა უნდა, იცრებიან ორსულები, მაგრამ ეს არ არის მაღალი მაჩვენებელი. ერთეული შემთხვევებია, ჯერჯერობით, მხოლოდ", — განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, კონკრეტულად ორსულებში ვაქცინაციის წამახალისებელი ინდივიდუალური ღონისძიებები არ იგეგმება, თუმცა როგორც გაბუნია აღნიშნავს, ორსულების ანტენატალური სერვისის მიმწოდებლების ტრენინგები უკვე მიმდინარეობს.

"პროტოკოლი გადაიხედა ვაქცინაციის სიკეთეებთან დაკავშირებით, საინფორმაციო კამპანია გაძლიერდა მაგრამ რაღაც განსაკუთრებული სტიმულები მხოლოდ ორსულებში არა", — განაცხდა მან.

გაგუას კლინიკის დირექტორის, გინეკოლოგ დავით გაგუას თქმით, ორსულ ქალს რომ შეუნარჩუნდეს ჯანმრთელობა და სიცოცხლე, აუცილებლად უნდა აიცრას. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, დელტა შტამი ორსულებში განსაკუთრებით მაღალი რისკის მატარებელია. ქვეყანაში დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ დელტა შტამია.

წაიკითხეთ ასევე:

საქართველოში 4 სხვადასხვა ვაქცინა, ფაიზერი, სინოფარმი, სინოვაკი და ასტრაზენეკა არის შემოტანილი. ვაქცინაცია შეუძლია ყველა მსურველს, 16 წელს ზევით. ვაქცინაციისთვის დარეგისტრირება შეგიძლიათ ვებგვერდზე Booking.moh.gov.ge.

იხილეთ იმ დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელია ვაქცინაცია. სია პერიოდულად ახლდება და ადგილები ემატება.

ასევე, შეგიძლიათ ნახოთ იმ დაწესებულებების სია, სადაც აცრას წინასწარი რეგისტრაცის გარეშე შეძლებთ. გარდა ამისა, თბილისში მოქმედებს ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები.

გაიგეთ მეტი: როგორ უნდა მიხვიდეთ ასაცრელად, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეზღუდულია — მარშრუტები