თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან
თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, აგვისტოში ექსპორტის ზრდა მოსალოდნელზე მეტად შენელდა და აშშ დოლარში წ/წ 14,7% შეადგინა. მიზეზების მხრივ, საბაზო ეფექტის გარდა, გასათვალისწინებელია მსოფლიოში გადადებული მოთხოვნის გარკვეული ნორმალიზება, თუმცა ასევე ექსპორტისათვის დამახასიათებელი ყოველთვიური მერყეობა. ექსპორტისგან განსხვავებით, იმპორტის დინამიკა აგვისტოშიც წინა თვის მსგავსი იყო 2020 წლის საბაზო ეფექტის გათვალისწინებით, რაც შიდა მოთხოვნის მზარდ დონეზე მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით უცხოურ ვალუტაში დანაზოგების შემცირება შიდა მოთხოვნას დამატებით აძლიერებს და ლარზე პოზიტიური ზეგავლენა აქვს, ისევე როგორც გზავნილების მზარდ მაჩვენებლებს.
გასული კვირა ასევე საყურადღებო იყო სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილების მხრივ. თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისად, რეფინანსირების განაკვეთი 10%-ზე შენარჩუნდა. მართალია ფასების ზრდა მაღალია, თუმცა თიბისი კაპიტალი იზიარებს მომდევნო წელს ინფლაციის შემცირების პროგნოზს იმის გათვალისწინებით, რომ ლარი და საერთაშორისო სასაქონლო ფასები სტაბილური იქნება. სხვა არგუმენტებთან ერთად, როგორც ჩანს, ამავე მიმართულებით მიუთითებს მე-2 კვარტლის ხელფასების დინამიკაც. მართალია, მატება 15,5% იყო, თუმცა დანახარჯები სამუშაო ძალაზე პროდუქციის ერთეულში, ეკონომიკისა და პროდუქტიულობის მაღალი ზრდის გამო შემცირდა.
საქსტატმა ასევე გამოაქვეყნა მშპ-ის მე-2 კვარტალის უკვე კვარტალური შეფასება. უფრო ადრინდელი, ყოველთვიური შეფასებების მნიშვნელოვანი გადახედვა არ მომხდარა და ზრდამ კვლავ რეკორდულად მაღალი — 29,9% შეადგინა, რაც სხვა არგუმენტებთან ერთად, თიბისი კაპიტალს საშუალებას აძლევს 2021 წლისათვის 10%-ზე მეტი ზრდის მოლოდინი შეინარჩუნოს.
თიბისის მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებას ქართულ და ინგლისურ ენებზე შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე — Tbccapital.ge
-
გადახედვასუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა სუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
-
-
გადახედვაბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს ბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ
-
გადახედვაკალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის კალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა
-
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
კომენტარები