მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემების მიხედვით, საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის თითქმის ნახევარი, 47,8% დსთ-ის ქვეყნებში გადის, 14,9% — ევროკავშირში, ხოლო სხვა ქვეყნების წილი 37,3%-ია.

საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის პირველ რვა თვეში საქართველოდან უცხოეთში სულ 2,6 მილიარდი დოლარის საექსპორტო საქონელი გავიდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემს 26%-ით აღემატება.

თუ მთავარ სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების მონაცემებს შევხედავთ, ვნახავთ, რომ იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77,7% შეადგინა. მთავარი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (421,8 მილიონი დოლარი), რუსეთი (377,1 მილიონი დოლარი) და აზერბაიჯანი (347 მილიონი დოლარი).

ასეთია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ყველაზე მეტი მოცულობის საქონელი გავყიდეთ:

  1. ჩინეთი — 421,8 მილიონი დოლარი, ზრდა გასული წლის იმავე პერიოდთან — 41,8%;
  2. რუსეთი — 377,1 მილიონი დოლარი, ზრდა — 41,7%;
  3. აზერბაიჯანი — 347 მილიონი დოლარი, ზრდა — 22,1%;
  4. თურქეთი — 211,5 მილიონი დოლარი, ზრდა — 63,2%;
  5. უკრაინა — 192,6 მილიონი დოლარი, ზრდა — 56,9%;
  6. სომხეთი — 151,1 მილიონი დოლარი, ზრდა — 23,4%;
  7. ბულგარეთი — 134,5 მილიონი დოლარი, კლება — 37,8%;
  8. აშშ — 91,8 მილიონი დოლარი, ზრდა — 128,5%;
  9. უზბეკეთი — 51,4 მილიონი დოლარი, ზრდა — 10,8%;
  10. შვეიცარია — 50,6 მილიონი დოლარი, კლება — 21,7%;

გარდა ამისა, მიმდინარე წელს კიდე 581,3 მილიონი დოლარის საქონელი გავიტანეთ ექსპორტზე.

აღსანიშნავია, რომ სავაჭრო ბრუნვის მიხედვით (ექსპორტის და იმპორტის ჯამი) სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების რეიტინგი ამგვარად ნაწილდება: თურქეთი ( 1,29 მილიარიდი დოლარი), რუსეთი (1,01 მილიარდი დოლარი) და ჩინეთი (941,3 მილიონი დოლარი).

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიმდინარე წლის პირველი რვა თვის მდომარეობით, მთავარი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები და კონცენტრატებია, იმპორტის ნაწილში კი მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი ლიდერობს.

გაიგეთ მეტი: