დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

20 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 662 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 534, ხოლო გარდაიცვალა — 34 ადამიანი.

ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 595 926-ს, მათგან გამოჯანმრთელდა — 563 530, ხოლო ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 8 575 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 12 503 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით — 6 912, ხოლო PCR-ით — 5 591.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5,29%, ბოლო 14 დღის განმავლობაში — 7,14%, ხოლო 7 დღის — 6,91%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 662 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 252 შემთხვევა;
  • აჭარა — 68;
  • იმერეთი — 102;
  • ქვემო ქართლი — 40;
  • შიდა ქართლი — 20;
  • გურია -— 9;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი — 78;
  • კახეთი — 71;
  • მცხეთა-მთიანეთი — 10;
  • სამცხე-ჯავახეთი — 10;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 23 795 საიდანაც: 5 445 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში — 2 107, აჭარაში — 578, იმერეთში — 1 064.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 253 პირი, მათ შორის, თბილისში — 485, აჭარაში — 144, იმერეთში — 333. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 320 პირი, მათგან თბილისში — 190, აჭარაში — 20, იმერეთში — 30.

1 036 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 547 — თბილისში, 305 — აჭარაში. 17 314 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 39 ადამიანი, მათ შორის, თბილისში — 38, ხოლო აჭარაში — 1.

სულ 6 ოქტომბრიდან — 19 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია — 25 157 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 20 475 ადამიანი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: