ცესკოსთან შექმნილი საკონსულტაციო ჯგუფი დაიშალა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შექმნილი საკონსულტაციო ჯგუფი დაიშალა. ინფორმაცია ამის შესახებ On.ge-ს ცესკოში დაუდასტურეს.
ცესკოს განცხადებით, საკონსულტაციო ჯგუფის წევრების მხრიდან ჯგუფის საქმიანობაში უარის თქმის გამო, 2021 წლის 17 სექტემბრიდან ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრთა რაოდენობა აღმოჩნდა საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მინიმალურ რაოდენობაზე ნაკლები, კერძოდ, ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრთა რაოდენობა დარჩა 5.
თავდაპირველად აღნიშნული სამოქალაქო საარჩევნო კომისიამ გაავრცელა და განაცხადა, რომ საკონსულტაციო ჯგუფში მყოფმა 9 ორგანიზაციამ ცესკო-სგან 2 341 229 ლარის დაფინანსება მიიღო. კომისიამ გაავრცელა ინფორმაცია გრანტების შესახებაც.
"საკონსულტაციო ჯგუფი, შარლ მიშელის შეთანხმების მიხედვით, კვალიფიციური, სანდო და მიუკერძოებელი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებით უნდა დაკომპლექტებულიყო. თუმცა, ცესკო-ს ძალისხმევით აღნიშნული ჯგუფი სრულად პროსამთავრობო, ცესკო-ს მიერ წლების განმავლობაში დაფინანსებული ორგანიზაციებით დაკომპლექტდა", — ნათქვამია განცხადებაში.
8 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ (TI) და სამართლიანმა არჩევნებმა (ISFED) ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრების შერჩევის პროცესი დატოვეს. ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ ეს პროცესი "ვერ უზრუნველყოფს კვალიფიციური და სანდო ადამიანების კონსენსუსის საფუძველზე შერჩევას".
საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები 28 ივნისს დაამტკიცა. როგორც TI და ISFED აცხადებდნენ, ცვლილებების მიხედვით, ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი არჩევნების დანიშვნიდან 10 დღის ვადაში უნდა ჩამოყალიბებულიყო. ჯგუფის შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო სახალხო დამცველისა და ადგილობრივი თუ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები. TI-მ და ISFED-მა თავდაპირველად მიიღეს ცესკოს მიწვევა ჯგუფის შესარჩევ პროცესში მონაწილეობის მისაღებად, თუმცა, მოგვიანებით, ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო უარი თქვეს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები