თუ ბავშვობაში ვინი პუჰის სახლში ცხოვრებაზე ოცნებობდით, ამ ნატვრის ახდენა ახლა უკვე რეალობაა: Airbnb ვინი პუჰის სახლის ასლს აქირავებს. პროექტი Bearbnb ვინი პუჰის 95 წლის იუბილეს ეძღვნება.

ფოტო: Henry Woide / Airbnb

"Bearbnb განუმეორებელი გამოცდილებაა, რომელიც ფანებს ვინი პუჰის ცხოვრების ხიბლს უზიარებს და, პარალელურად, იმ თავგადასავალს სცემს პატივს, რომელიც უამრავი ადამიანისთვის 95 წლის განმავლობაში ასე მნიშვნელოვანია", — ამბობს ვინი პუჰის ილუსტრატორი და სახლის მასპინძელი კიმ რეიმონდი.

ფოტო: Henry Woide / Airbnb

კიმ რეიმონდი, რომელიც ვინი პუჰის ილუსტრაციებს 30 წელია ხატავს, ამბობს, რომ სახლის ინტერიერი და ექსტერიერი ნაწარმოების მიხედვითაა შექმნილი. სახლში 4 ადამიანი ეტევა. სტუმრებს ვინი პუჰის ყოველდღიური ცხოვრების წესი ელით და ეშდაუნის ტყის დათვალიერებაც შეეძლებათ, რომლის ინსპირაციითაც ვინი პუჰის სამყარო შეიქმნა.

ფოტო: Henry Woide / Airbnb

სახლი 24 და 25 სექტემბერს გაქირავდება. მისი დაჯავშნა 20 სექტემბრიდან მხოლოდ დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ ადამიანებს შეეძლებათ. ვინი პუჰის სახლში ერთი ღამის გატარება დაახლოებით $130 ეღირება, სტუმრებს კი კომპანია შეარჩევს.

ფოტო: Henry Woide / Airbnb