თალიბანმა ქალების საქმეთა სამინისტრო დახურა
თალიბანმა ქალების საქმეთა სამინისტრო დახურა და ღირსებისა და მანკიერების სამინისტროთი ჩაანაცვლა, რომელიც წარსულში მკაცრი რელიგიური დოქტრინების გატარებას ემსახურებოდა.
ქალების საქმეთა სამინისტროს ქალი თანამშრომლები ამბობენ, რომ ისინი კვირების განმავლობაში ცდილობდნენ სამსახურში დაბრუნებას, თუმცა შენობა ამ დრომდე დაკეტილია.
"ქალებისთვის იქ აღარაფერი იქნება. ყველა ჩვენგანს აქვს პასუხისმგებლობა საკუთარი ოჯახის წინაშე... ჩვენ განათლებულები ვართ და არ გვსურს, სახლით შემოვიფარგლოთ", — განაცხადა ერთ-ერთმა დასაქმებულმა.
BBC-ის თანახმად, მიუხედავად თალიბანის ლიდერების განცხადებებისა, რომ მათ ესმით, რომ ავღანეთი შეიცვალა და შეიცვალნენ ისინიც, მათ მიერ გატარებულ პოლიტიკასა და დაპირებებს შორის სხვაობა იზრდება.
1990-იან წლებში თალიბანის მმართველობის პერიოდში სამინისტრო აიძულებდა ქალებს, მკაცრ ისლამურ წესებსა და შეზღუდვებს დამორჩილებოდნენ. ბოლო 20 წლის განმავლობაში ავღანელი ქალები იბრძოდნენ და მიიღეს ძირითადი უფლებები, მაგრამ ახლა შიშობენ, რომ ამ პროგრესს თალიბანის დროებითი მთავრობა გადაფარავს, რომელიც მთლიანად კაცებისგან შედგება.
თალიბანი, რომელიც ავღანეთს 1996-2001 წლებში მართავდა, განსაკუთრებით სასტიკი იყო ქალების მიმართ. მათ აკრძალული ჰქონდათ განათლების მიღება, მუშაობა, გარეთ კაცის გარეშე გასვლა ან საჯაროდ ისეთი ტანსაცმლით სიარული, რომელშიც სხეულის რომელიმე ნაწილი ან სახე დაფარული არ ექნებოდათ. არასრულწლოვანი გოგოების დიდ ნაწილს მათზე ბევრად უფროს კაცებზე აქორწინებდნენ და ნებისმიერი წესის დარღვევის შემთხვევაში, სასტიკად, წამებით ან სიკვდილით სჯიდნენ. არსებული წესები 2001 წელს შეიცვალა, როდესაც აშშ-მ თალიბანის ძალაუფლება დაამხო. დღეს ყველაფერი ისევ შეიცვალა.
ავღანეთზე კონტროლის ხელში აღების შემდეგ, თალიბანის პრესსპიკერმა მედიასთან პირველ პრესკონფერენციაზე ქალთა უფლებებზე ისაუბრა. მან ამ საკითხს "ძალიან მნიშვნელოვანი" უწოდა და თქვა, რომ მხარს უჭერენ ქალთა უფლებებს, თუმცა მხოლოდ შარიათის კანონის ფარგლებში. მას შემდეგ კი, რაც თალიბებმა ავღანეთი დაიკავეს, არაერთმა ავღანელმა ქალმა საჯაროდ ისაუბრა საკუთარი შიშებისა და მოლოდინების შესახებ.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
-
-
გადახედვარომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი რომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი
-
გადახედვაფეხბურთის მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ — კვლევა ფეხბურთის მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ — კვლევა
-
გადახედვაქმარი უკან მხევდა, ახლა თავისუფალი ვარ — შაკირა ქმარი უკან მხევდა, ახლა თავისუფალი ვარ — შაკირა
-
გადახედვაიმ პერიოდში, როცა მუცელი მომეშალა, სპექტაკლში ორსულ ქალს ვთამაშობდი — ენ ჰეთეუეი იმ პერიოდში, როცა მუცელი მომეშალა, სპექტაკლში ორსულ ქალს ვთამაშობდი — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა53-კაციანი სია: მათი ღირსების ორდენით დაჯილდოების მოთხოვნით, კობახიძემ პრეზიდენტს მოგებული მატჩის გამო მიმართა 53-კაციანი სია: მათი ღირსების ორდენით დაჯილდოების მოთხოვნით, კობახიძემ პრეზიდენტს მოგებული მატჩის გამო მიმართა
-
გადახედვაChatGPT-ის გამოყენება მეხსიერების დაქვეითებასთან დააკავშირეს ChatGPT-ის გამოყენება მეხსიერების დაქვეითებასთან დააკავშირეს
-
გადახედვამიზოფონია იმაზე მეტად არის გავრცელებული, ვიდრე აქამდე გვეგონა — კვლევა მიზოფონია იმაზე მეტად არის გავრცელებული, ვიდრე აქამდე გვეგონა — კვლევა
-
-
გადახედვაინგლისის ვეტკლინიკაში მოხვედრილი "ზღარბი" ქუდის პომპონი აღმოჩნდა ინგლისის ვეტკლინიკაში მოხვედრილი "ზღარბი" ქუდის პომპონი აღმოჩნდა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ბუნებაში ყოფნისას დროის აღქმა იცვლება ახალი კვლევის თანახმად, ბუნებაში ყოფნისას დროის აღქმა იცვლება
-
გადახედვაროგორ გადაურჩნენ ადრეული ადამიანები კლიმატის ცვლილებას — კვლევა როგორ გადაურჩნენ ადრეული ადამიანები კლიმატის ცვლილებას — კვლევა
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც სხვადასხვა დროს, თელავში 4 ბინა გაქურდა დააკავეს პირი, რომელმაც სხვადასხვა დროს, თელავში 4 ბინა გაქურდა
-
გადახედვატერაქტზე პუტინის ვერსიის მის გარემოცვასაც არ სჯერა, უყვება ბლუმბერგს კრემლთან დაკავშირებული 4 წყარო ტერაქტზე პუტინის ვერსიის მის გარემოცვასაც არ სჯერა, უყვება ბლუმბერგს კრემლთან დაკავშირებული 4 წყარო
-
გადახედვა"ლაზარეს იმედი არ აქვს, რომ გაამართლებენ, ოჯახიც ამ ტალღაზე ვართ" — თამთა კალანდაძე "ლაზარეს იმედი არ აქვს, რომ გაამართლებენ, ოჯახიც ამ ტალღაზე ვართ" — თამთა კალანდაძე
-
-
გადახედვანახეთ: ჰაბლმა ვარსკვლავის დაბადება გადაიღო ნახეთ: ჰაბლმა ვარსკვლავის დაბადება გადაიღო
-
გადახედვაOn.ge-ის 5 ახალი კროსვორდი, რომელიც არ უნდა გამოგრჩეს On.ge-ის 5 ახალი კროსვორდი, რომელიც არ უნდა გამოგრჩეს
კომენტარები