კალაძე გამოკრულ ბანერებთან დაკავშირებით ამბობს, რომ არანაირი რეაგირება არ იქნება
ქუჩებში გამოკრულ ბანერებთან დაკავშირებით, სადაც ოპოზიციისა და ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები ჩანან, თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ არანაირი რეაგირება არ იქნება. კალაძის მტკიცებით, ბანერები კომპანია ალმას საკუთრებაა და შესაბამისად, "მერიას არც გაკვრაში და არც ჩამოხსნაში არანაირი ვალდებულება და არანაირი უფლება არ აქვს".
"პირადად, არ მომწონს ეს და მაქვს ჩემი საარჩევნო კამპანია, საზოგადოებას ყოველთვის ვესაუბრები სამომავლო გეგმებზე. რეაგირება არაფერი არ იქნება, ყველას აქვს გამოხატვის უფლება კანონის ფარგლებში. მარის კომპანია ალმა, გაგიგიათ ამასთან დაკავშირებით? რომლის საკუთრება არის ეს ბანერები და ისინი იღებენ გადაწყვეტილებას", — ამბობს ის.
კალაძე ირწუმენა, რომ გამოკრული ბანერები არც მას მოსწონს.
"და არ მომწონს ის კამპანია, რომელსაც თქვენი ტელევიზიების საშუალებით თქვენივე პარტია ახორციელებს. შეგიძლიათ ჩართოთ ტელევიზორი და ნახავთ საარჩევნო კლიპები რაც არის შეურაცხყოფა, ცილისწამება, ბოროტება, სიძულვილის ენა. აი, ეს ხართ თქვენ და ძალიან სამწუხაროა. ქართული ოცნება და კახა კალაძე დგას მოწოდების სიმაღლეზე. ვერცერთ ჩემს განცხადებას ვერ ნახავთ ოპონენტის ან ვინმეს წინააღმდეგ სიძულვილის ენა გამომეყენებინოს, განსაკუთრებით, საარჩევნო კამპანიის დროს", — აღნიშნავს კალაძე.
თბილისში გვიან ღამით ბანერი წარწერით "არა ნაცებს, არა ბოროტებას" ისევ გააკრეს, თუმცა ამჯერად გიორგი გახარიას ფოტო დაამატეს, წარწერას კი "არა ღალატს".
ბანერზე გამოსახული არიან ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშილი, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია, პარლამენტის წევრი, გუბაზ სანიკიძე, ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, TV პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე, გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე და ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია.
წარწერა: "არა ნაცებს, არა ბოროტებას" თბილისში პირველად 2018 წლის ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამოჩნდა. მაშინ სარეკლამო ბილბორდზე ნაციონალური მოძრაობის ყოფილი და მოქმედი ლიდერების ფოტოები იყო გამოსახული, წარწერაზე კი სისხლი ჩანდა. ამ თემაზე საუბრისას ქართულ ოცნებაში ამბობდნენ, რომ ბილბორდი მათი დაკვეთით არ გაკეთებულა და კერძო ინიციატივაა, თუმცა ამის თაობაზე ინფორმირებული იყვნენ.
რამდენიმე დღეში ბილბორდებზე გამოჩნდა ახალი ფოტო, სადაც ენმ-ის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის სახეების უკან ყოფილი მაღალჩინოსნების სახეები იყო შესაბამისი წარწერებით: "ირჩევ ვაშაძეს, იღებ სააკაშვილს!", "ირჩევ ვაშაძეს, იღებ ახალაიას!", "ირჩევ ვაშაძეს, იღებ ქარდავას!", "ირჩევ ვაშაძეს, იღებ ვაშაძეს!".
24 ივლისს თბილისის ქუჩებში ბანერები წარწერით: "არა ნაცებს, არა ბოროტებას" კვლავ გამოჩნდა, თუმცა ამჯერად ჰომოფობიური შინაარსით. წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ამჯერად ბანერზე გამოსახული იყო არა მხოლოდ რომელიმე პოლიტიკური ლიდერი, არამედ კრიტიკული ტელევიზიების ხელმძღვანელები, ასევე, თბილისი პრაიდის დამფუძნებელი გიორგი თაბაგარი და სირცხვილიას აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი.
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
-
კომენტარები