საქართველოში 2 ოქტომბერს გასამართ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისთან (ODIHR) გამოკითხულები უაღრესად პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოზე საუბრობენ, ხოლო დისკურსს აგრესიულად აღწერენ. ეუთო/ოდირის შუალედური ანგარიშის თანახმად, ხშირია ბრალდებები დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებითაც.

ანგარიშში, ასევე, აღნიშნულია, რომ მათი რეკომენდაციების ნაწილი შესრულებული ისევ არ არის. საუბარია, ხმის მიცემის უფლების შეზღუდვაზე, საარჩევნო დავის გადაწყვეტასა და სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ მიმართულ ზომებზე.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ წინასაარჩევნო გარემო მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის პოლარიზაციით გამოირჩევა. ასევე, ნათქვამია, რომ კონკურენტების უმეტესობას მათი კამპანიის თავისუფლად ჩატარების შესახებ შეშფოთება არ გამოუთქვამთ, მათ შორის უმცირესობათა ენებზე.

"ოპოზიციური პარტიების უმეტესობა პოლიტიკური გარემოს მმართველ პარტიისთვის უკანონოდ მინიჭებაზე საუბრობს. მათ შორის ხაზგასმულია საარჩევნო შემოწირულობების ხელმისაწვდომობია და მთავრობის მიერ ბოლო პერიოდში რიგი სოციალური და ეკონომიკური პროექტების დაწყება, რაზეც ოპოზიცია შეშფოთებას გამოთქვამს.

მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების თარიღის გამოცხადების შემდეგ სოციალური და ეკონომიკური პროექტების დაწყებას კანონი კრძალავს, მთავრობის მტკიცებით, პროექტები არჩევნების გამოცხადებამდე დაიწყეს", — ვკითხულობთ დოკუმენტში.

ანგარიშში, ასევე, მედიაგარემოზეც არის საუბარი და აღნიშნულია, რომ მედიის მრავალფეროვნების მიუხედავად, ბიზნეს ან პოლიტიკურ ინტერესებზე ძალიან არის დამოკიდებული და ძირითადად, მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის პოლარიზაციას ასახავს.

სადამკვირვებლო მისიასთან საუბარში შეშფოთებაა ნაწილის მიერ შეშფოთებაა გამოთქმული მედია გარემოს გაუარესების, ჟურნალისტების წინააღმდეგ სავარაუდო დაშინებისა და ძალადობის შემთხვევებზე.

შეშფოთება გამოთქვეს, ასევე, ნაწილი პოლიტიკური პარტიის პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით საარჩევნო უბნებზე თავიანთ წარმომადგენლობას არაპარტიული მოქალაქეების მიერ არჩევნებზე დაკვირვების საფარქვეშ ხელოვნურად ზრდიან.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართება.