თუ სააკაშვილი ჩამოვა, არავის არ შევეკითხებით კანონი უნდა აღსრულდეს, თუ არა — ღარიბაშვილი
პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, არავის შეეკითხებიან კანონი უნდა აღსრულდეს თუ არა. აღნიშნულით ღარიბაშვილმა უპასუხა კითხვას იმის შესახებ არის თუ არა მზად ექსპრეზიდენტის ჩამოსვლისა და მისი დაკავების შემთხვევაში საერთაშორისო პარტნიორების რეაქციისთვის.
"ჩვენ არავის არ შევეკითხებით, პირდაპირ ვაცხადებ, კანონი უნდა აღსრულდეს, თუ არ უნდა აღსრულდეს ამ მოძალადე ადამიანის მიმართ, ვინც წლების განმავლობაში ჩაგრავდა ჩვენს მოსახლეობას, ვინც 20% ჩვენი ტერიტორიების დააკარგვინა, გადასცა კოდორი, 100-ზე მეტი სოფელი რუსეთს და რუსული ჯარი შემოიყვანა საქართველოში", — განაცხადა მან რუსთავი 2-ის ეთერში.
მისივე თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ უცხოელი მეგობრები ექსპრეზიდენტს დაჟინებით სთხოვენ, რომ თბილისში არ ჩამოვიდეს.
"რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენს კოლეგებს, ჩვენს მეგობრებს ავუხსნით და მათ იციან ძალიან კარგად ვინც არის, მათ შორის, მე გეტყვით — მე ინფორმაცია მაქვს, რომ ჩვენი უცხოელი მეგობრების დაჟინებული თხოვნა, მუქარა მის მიმართ არის, რომ არ ჩამოვიდეს თბილისში, თუმცა მე კიდევ ვუბრუნდები, ეს, რა თქმა უნდა, მორიგი შოუ აქვს მოფიქრებული, რომ აქ თავის გუნდს აჩვენოს, რომ მას უნდა ჩამოსვლა, მაგრამ ვინაიდან, ესენი არ სთხოვენ ჩამოსვლას, მაშინ არ ჩამოვა", — ამბობს პრემიერმინისტრი.
მიხეილ სააკაშვილმა 6 სექტემბერს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოვა, თუმცა თარიღს ისევ არ აკონკრეტებს. მისი თქმით, თარიღსა და მარშრუტთან დაკავშირებით მოსახლეობას საქმის კურსში მაშინ ჩააყენებს, როცა ყველაფერი ხელთ ექნება.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებაზე საუბრობს. იმავეს ამბობდა ის წინა არჩევნების პერიოდშიც და ეს რამდენჯერმე დააანონსა 2 ოქტომრბის თვითმმართველობის არჩევნებამდე. მას ზუსტი თარიღი არც აქამდე უთქვამს, თუმცა აცხადებდა, რომ პირობას შეასრულებდა და "რეფერენდუმის" წინ საქართველოში ჩამოვიდოდა.
გაიგე მეტი:
- ლამაზად საზღვრიდან მოხვდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში — კობახიძე სააკაშვილზე
- პაპუაშვილი სააკაშვილის ჩამოსვლაზე: ამაზე აღარავის აზრი აღარ აქვს, ყველას აქვს ემოცია — ზოგს უხარია, ზოგი ბრაზობს
- მე მის ადგილას უკვე საქართველოში ვიქნებოდი — მელია სააკაშვილზე
- არ მგონია, რომ ჩამოვიდეს, თავის თავისუფლებას მეტისმეტად აფასებს — გრეგოროვა სააკაშვილზე
- "უნდა მობრუნდეს, ის არის ბრწყინვალე რეფორმატორი" — ჩარკვიანმა სააკაშვილის დასაბრუნებლად ორგანიზაცია დააფუძნა
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები