ყველა მკითხველს წიგნთან ურთიერთობის განსხვავებული გამოცდილება აქვს. შესაძლოა, ერთ ნაწარმოებს რამდენიმე ადამიანი ერთდროულად კითხულობდეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, თუმცა, მათ მიერ განცდილი და, მოგვიანებით, წიგნთან დაკავშირებული მოგონებებიც ერთმანეთისგან განსხვავებული იქნება.

შესაბამისად, შეკითხვაზე, რას ნიშნავს ლიტერატურა ადამიანებისთვის — ყველა სხვადასხვაგვარად პასუხობს. ზოგისთვის ეს მეგობრის შეძენაა, ზოგისთვის საზრდო, "რომელიც უნდა მოინელო", ზოგიც ათასჯერ ცხოვრების ან დროში მოგზაურობის საშუალებად მიიჩნევს.

ფოტო: Racool_studio / Freepik

1. "ეს ლიტერატურის მთელი მშვენიერების მხოლოდ ერთი მხარეა. იგებ, რომ შენი მისწრაფებები ბევრისთვისაა ნაცნობი, შენ კი მარტოსული და სხვებისგან განცალკევებული აღარ ხარ. რაღაცის ნაწილი ხარ".

— ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი შეილა გრემს

2. "პაპაჩემი ყოველთვის ამბობს, წიგნები იმისთვისაა, რომ... გოჯით გადაადგილების გარეშე ვიმოგზაუროთო".

— ჯამპა ლეჰირი, The Namesake

3. "წიგნი თუ კარგად დაწერილია, ყოველთვის მეპატარავება".

— ჯეინ ოსტინი, Catharine, or the Bower

4. "ჩემი ცხოვრება საკითხავი წიგნების სიაა".

— ჯონ ირვინგი, A Prayer for Owen Meany

5. "თუკი მარტო იმ წიგნებს კითხულობ, რომლებსაც სხვები, მხოლოდ ისე ფიქრს შეძლებ, როგორც სხვები ფიქრობენ".

— ჰარუკი მურაკამი, ნორვეგიული ტყე

6. "მკითხველი ათასი ცხოვრებით ცხოვრობს, სანამ მოკვდება", — თქვა ჯოჯენმა, — "ვინც არაფერს კითხულობს, ის კი მხოლოდ ერთხელ ცხოვრობს".

— ჯორჯ რ. რ. მარტინი, დრაკონებთან ცეკვა

7. "ამიერიდან, მთელი სამყარო კითხვისას მისი ხდებოდა. მარტო აღარასოდეს იქნებოდა, ახლო მეგობრების დანაკლისს კი არასდროს არ იგრძნობდა. წიგნები გახდნენ მისი მეგობრები, ყოველი განსხვავებული ხასიათისთვის კი თითო მოიძებნებოდა".

— ბეტი სმითი, A Tree Grows in Brooklyn

8. "წიგნისთვის ერთი შეხედვაც კმარა, რომ სხვა ადამიანის ხმა გაიგო — შეიძლება ათასობით წლის წინ გარდაცვლილის. შენგან მთელი ათასწლეულით დაშორებული ავტორი გესაუბრება, მკაფიოდ და ჩუმად, შენს გონებაში, პირდაპირ შენ... კითხვა დროში მოგზაურობაა".

— კარლ სეიგანი, კოსმოსი

9. "ზოგიერთი წიგნი უნდა დააგემოვნო, ზოგიერთი კი უნდა გადაყლაპო, რამდენიმე უნდა დაღეჭო და მოინელო; ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთი წიგნი მხოლოდ ადგილ-ადგილ უნდა იკითხო, ზოგიც უნდა წაიკითხო, მაგრამ არა — სერიოზულად. რამდენიმეს კი მთლიანად უნდა გაეცნო, გულდასმითა და სრული ყურადღებით".

— ფრენსის ბეიკონის ესედან

10. "პური და წიგნები: საზრდო ჩვენი სხეულისა და სულისთვის — მათზე მეტად სხვა რა იმსახურებს ჩვენს პატივისცემასა და მეტიც, სიყვარულს?"

— სალმან რუშდი, Imaginary Homelands

11. "კითხვა ის შესაძლებლობაა, რომლის მეშვეობითაც უნებლიეთ, ხშირად გაუაზრებლად, სხვის ტყავში, სხვის ხმაში და სხვის სულში აღმოვჩნდებით ხოლმე".

— ჯოის კეროლ ოუტსი, Literature as Pleasure, Pleasure as Literature

12. "წიგნები პოლიტიკური ქმედების ფორმაა. წიგნები ცოდნაა. წიგნები ანარეკლია. წიგნები შენს აზროვნებას ცვლიან".

— ტონი მორისონის ინტერვიუ Word Magazine-თან