"საპატრიარქოში ნამდვილად განიხილება ილია მეორისთვის ვაქცინის გაკეთების საკითხი" — ჩანაწერები
სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი ფაილების მიხედვით, 2021 წლის იანვარში, მანამ, სანამ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას შემოიტანდნენ, საპატრიარქოში ილია II-ს ვაქცინაციის საკითხი განიხილებოდა. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ პატრიარქის ვაქცინაციასთან დაკავშირებით მისი გარშემომყოფები, ხელისუფლების წარმომადგენლები და ექიმები მსჯელობდნენ.
ფაილების მიხედვით, პატრიარქის დაცვის უფროსი ვანო კობაიძე ამ საკითხთან დაკავშირებით ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრის უფროსს, ცნობილ ექიმს ესაუბრა და უთხრა, რომ საპატრიარქოში ილია II-ს ვაქცინაციის საკითხი ნამდვილად განიხილება. ჩანაწერებში კობაიძე ამბობს იმასაც, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მზად არიან, აცრის გაკეთების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, უზრუნველყონ პატრიარქის ნებისმიერ ქვეყანაში გამგზავრება ან ვაქცინის საქართველოში ჩამოტანა.
[08.01.21, 13:13:43] : პატრიარქის დაცვის უფროს ვანო კობაიძესთან საუბარში, შპს - - პედიატრიული განყოფილების უფროსმა, თ.მ.-მ (ვინაობა დაშტრიხულია On.ge-ს რედაქციის მიერ) აღნიშნა, რომ უმჯობესი იქნება, თუ მოხდება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მოძიება და ილია მეორის აცრა. - - განმარტებით, უწმინდესის აცრის შემთხვევაში აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების MODERNA-ს ან PFIZER-ის მიერ წარმოებული პრეპარატი.
ვ.კობაიძის განმარტებით, საპატრიარქოში ნამდვილად განიხილება ილია მეორისთვის ვაქცინის გაკეთების საკითხი. ამასთან, ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზაობა, რომ აცრის გაკეთების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, უზრუნველყოფენ უწმინდესის ნებისმიერ ქვეყანაში გამგზავრებას, ან ვაქცინის საქართველოში ჩამოტანას. ვ.კობაიძის თქმით, ისრაელის სახელმწიფოს წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზაობა, პატრიარქისთვის და მისი ახლო გარემოცვისთვის უსასყიდლოდ გამოაგზავნონ ვაქცინის პრეპარატი. ვ.კობაიძემ ასევე განმარტა, რომ ილია მეორეს ესაუბრა - - გენერალური დირექტორი - - და შესთავაზა, რომ პირველმა თავად გაიკეთოს აცრა, ხოლო შემდეგ უწმინდესმა, თუმცა ამ ეტაპზე პატრიარქმა ვაქცინის გაკეთებაზე უარი განაცხადა. ვ.კობაიძის აზრით, უწმინდესი ენდობა - - და ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორ თენგიზ ცერცვაძეს, რომლებიც ვაქცინის გაკეთების საკითხზე, უახლოეს პერიოდში კვლავ გეგმავენ პატრიარქთან გასაუბრებას.
ფაილებში აღარ იძებნება ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ გაგრძელდა ამ საკითხზე მსჯელობა. ეს დოკუმენტები მხოლოდ 2021 წლის 23 თებერვლამდე მონაცემებს მოიცავს.
აღსანიშნავია, რომ ექიმების რჩევის მიუხედავად, სინოდმა მრევლს აცრისკენ არ მოუწოდა. საპატრიარქოს მღვდელმთავრებმა 2-საათიანი მსჯელობისას, სადაც ვაქცინის გარდა კიდევ 11 საკითხი განიხილეს, გადაწყვიტეს, რომ "პროპაგანდაზე" პასუხისმგებლობას ვერ აიღებენ, რადგან ეს "ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა". სინოდის განჩინებაში წერია ისიც, რომ მიესალმებიან, რომ კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა როგორც ნებაყოფილობითი და არა სავალდებულო.
ამასთან, სასულიერო პირებისა და მათ შორის სინოდის წევრების ნაწილი ვაქცინაციას ეწინააღმდეგება ან დეზინფორმაციას ავრცელებს.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები