დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ისეთი მინიმალური რეგულაციების გაუქმებაზე საუბარი, როგორიც პირბადის ტარებაა, საუბარი ნაადრევია.

"დღეს რამე მინიმალურ რეგულაციების გაუქმებაზე ნუ ვისაუბრებთ, იმიტომ, რომ ჯერ ადრეა პირბადის მოხსნა და ჯერ, ღიად ვამბობ ჩვენ პირბადე სამწუხაროდ, დაგვჭირდება. დღეს რეგულაციები უნდა დავიცვათ, თუ ჩვენ ისევ დავუშვებთ ისეთ შეცდომას, რომ სწრაფად, როგორ შარშან ზაფხულში, რომ უცბად ვთქვით, რომ აი გავიმარჯვეთ, მაგრები ვართ , ქართველები ვართ და გავილაღებთ, მივიღებთ მერე შედეგს", — განაცხადა გამყრელიძემ.

17 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 039 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 192, ხოლო გარდაიცვალა — 56 ადამიანი.