iPhone 13-ის, 13 Mini-ს, iPhone 13 Pro-სა და iPhone 13 Pro Max-ის წინასწარი შეკვეთები დღეს, ჩვენი დროით 16:00-ზე იწყება. Apple-ის საიტს მომხმარებელთა იმხელა რაოდენობა მიაწყდა, რომ ის დროებით გაითიშა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ iPhone 13-ები ახალ რეკორდებს მოხსნიან. თუ iPhone-ების დეტალური მიმოხილვის ნახვა გსურთ, შეგიძლიათ ეს სტატია წაიკითხოთ.

წინასწარი გაყიდვების დაწყებამდე დაახლოებით ნახევარი საათია დარჩენილი, საიტი ამ დროისთვის უკვე აღდგენილია და გამართულად მუშაობს.

iPhone 13-ები იგივე ზომებით გამოვა, როგორც ეს iPhone 12-ების შემთხვევაში იყო. უცვლელია საწყისი ფასებიც. თუმცა, აღსანიშნია, რომ Apple-მა საწყისი შიდა მეხსიერების ზომები გააორმაგა და iPhone-ების მინიმალური მეხსიერება წელს 128 გიგაბაიტი იქნება.

განსაკუთრებული ცვლილებები შეეხო კამერებს, გაუმჯობესდა ჩიპსეტიც და წლევანდელ აიფონებში A15 Bionic ცენტრალური პროცესორი იქნება წარმოდგენილი. Apple ასევე გვპირდება, რომ ოთხივე სმარტფონის ელემენტი საგრძნობლად გაუმჯობესდება.

Apple-მა ახალი სმარტფონები სამშაბათს დააანონსა. ამასთანავე, ჩვენ ვიხილეთ ახალი iPad-ებიც.