საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრობის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას მხარი დაუჭირეს.

აღნიშნული თხოვნით მელიამ პარლამენტს თავად მიმართა. მიზეზად მან 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა და ოპოზიციის მიერ გამოცხადებულ რეფერენდუმში მონაწილეობა დაასახელა.

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტას კენჭი საბოლოოდ პარლამენტის პლენარულ სხდომაზეც ეყრება.