გალში ქართულად სწავლების აკრძალვა დისკრიმინაციული გადაწყვეტილებაა — სოციალური სამართლიანობის ცენტრი
სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გალის რაიონში არსებულ სკოლებში ქართული ენაზე სწავლების სრულად აკრძალვა ეთნიკური ქართველების მიმართ მორიგი დისკრიმინაციული გადაწყვეტილებაა და ასიმილაციური კულტურული პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენს.
მათივე თქმით, არსებითია საქართველოს ხელისუფლებამ გამოიყენოს ყველა დიპლომატიური, პოლიტიკური და სამართლებრივი მექანიზმი ეთნიკური ქართველებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების დასაცავად და მათ შორის, გამართოს აქტიური მოლაპარაკებები დე ფაქტო მთავრობასთან.
ამასთანავე, ორგანიზაცია აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობამ შეიმუშავოს ქართული ენისა და სხვა საგნების სწავლების ალტერნატიული ფორმატები და პროგრამების გალში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, ამ მიზნით მათ შორის, მოახდინოს საგანმანათლებლო, ტექნიკური და საბიბლიოთეკო რესურსების მობილიზება.
"სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მცდელობების მიუხედავად წლების განმავლობაში ვერ მოხერხდა მიმდინარე კულტურული ასიმილაციის პროცესის შეკავება და მისგან მომდინარე რისკების დაზღვევა თუნდაც ალტერნატიული მდგრადი და ეფექტიანი საგანმანათლებლო რესურსების შექმნით ადგილზე. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლება დღემდე ეხმარება გალის რაიონის სკოლებს, რაც მასწავლებლებისთვის საგანმანათლებლო კურსების, ფინანსური დახმარების გაწევასა და სახელმძღვანელოებით მომარაგებაში გამოიხატება", — აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.
გალის რაიონის სკოლებში მე-11 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს ქართულ ენაზე განათლების მიღება აეკრძალათ.
ოკუპირებულ აფხაზეთში ქართულენოვანი სკოლების შემცირება 1992-93 წლებში ომის შემდეგ, 1994 წლიდან დაიწყო. თუ, მაგალითად, ომამდე პერიოდში 50-ზე მეტი ქართული სკოლა იყო, 2015 წელს ეს რიცხვი 11-მდე შემცირდა. ეს ის პერიოდია, როცა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ სკოლების ნელ-ნელა სრულად რუსულ სწავლებაზე გადასვლისკენ განაცხადა.
2015 წელს, ეს ცვლილება ძირითადად დაწყებით კლასებს შეეხო. გეგმის მიხედვით, ყოველ მომდევნო წელს კიდევ ერთი კლასი ემატებოდა, რომელსაც რუსულად უნდა ესწავლა. რამდენიმე წელიწადში კი სკოლაში უკვე არც-ერთი კლასი აღარ უნდა არსებულიყო, სადაც ეთნიკურად ქართველი მოსწავლეები ქართულად ისწავლიდნენ.
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
კომენტარები