სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სოფელ კირბალის მიმდებარედ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია. სუს-ში აცხადებენ, რომ ზურაბ დათიაშვილი ცხელი ხაზის გააქტიურებისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირების შედეგად დაუყოვნებლივ, ერთი საათის განმავლობაში გაათავისუფლეს.

სუს უკანონო დაკავებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას აკისრებს.

სოფელ კირბალის მიმდებარედ, საქართველოს მოქალაქე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დღეს, 16 სექტემბერს დააკავეს.