Reuters-ის ცნობით, შვედეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას 12-დან 15 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვებსაც შესთავაზებენ. შვედეთის პრემიერმინისტრის, სტეფან ლევენის თქმით, ეს მძიმე და სერიოზული დაავადებებისა და შედეგად სკოლის გაცდენის რისკს შეამცირებს.

შვედეთში 16 წლისა და მის ზემოთ ასაკის ადამიანების 80%-ზე მეტი Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზითაა აცრილი, ხოლო თითქმის 75% სრულად ვაქცინირებულია.