ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის ორგანიზებით 2021 წლის 9 ოქტომბერს,12:00 საათიდან 17:00 საათამდე გაიმართება განათლების საერთაშორისო ვირტუალური გამოფენა. ღონისძიების სპონსორები არიან: IE University, Mt. San Antonio College, CBS International Business School და EU Business School. ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია საზღვარგარეთ სწავლის, უნივერსიტეტებისა და მათი პროგრამების შესახებ. მათ შეეძლებათ პირადად დაუკავშირდნენ უნივერსიტეტების წარმომადგენლებს და დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები.

რეგისტრაცია და მონაწილეობის მიღება არის სრულიად უფასო. მონაწილეობის მისაღებად საჭიროა დარეგისტრირდეთ შემდეგ ბმულზე: leafonlinefair.com

IFM Business School, რომელიც 1971 წელს IFM University - სახელით დაარსდა, შვეიცარიაში, კერძოდ კი ჟენევაში მდებარეობს. უნივერსიტეტს მსოფლიო მასშტაბით 4 ყველაზე პრესტიჟული აკრედიტაცია აქვს მინიჭებული. ესენია:

  • IACBE
  • ABCSP
  • Council for Higher Education Accreditation
  • EDUQUA

IFM Business School მომავალ სტუდენტებს უმაღლესი ხარისხის განათლებას სთავაზობს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებით ბიზნეს ადმინისტირების მიმართულებით. უნივერსიტეტს ასევე ახლად დაარსებული ჰიბრიდული პროგრამა გააჩნია, რომელის სტუდენტს საშუალებას აძლევს განათლება ონლაინ რეჟიმში, ისევე როგორც ადგილზე სწავლის საშუალებით მიიღოს.

ბიზნეს სკოლის საბაკალავრო პროგრამის წლიური საფასური 28 500 შვეიცარული ფრანკიდან 31 500 შვეიცარულ ფრანკამდე, ხოლო სამაგისტრო პროგრამის საფასური კი 28 000 შვეიცარულ ფრანკამდე მერყეობს.

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა პირადად შეხვდეთ უნივერსიტეტის წარმომადგენელს განათლების საერთაშორისო ვირტუალურ გამოფენაზე 9 ოქტომბერს, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე. შემოგვიერთდით: https://leafonlinefair.com/