სერიალ Friends-ის ვარსკვლავმა, მეთიუ პერიმ ჯიმი კიმელის შოუში აღიარა, რომ სკოლის პერიოდში კანადის ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს ჯასტინ ტრიუდოს ჩაგრავდა, რაც როგორც ამბობს საერთოდ არ ეამაყება.

როგორც პერი ყვება, ის ტრიუდოზე ორი კლასით უფროსი იყო, ის და მისი მეგობარი კრის მიურეი კი კანადის ამჟამინდელ პრემიერ მინისტრს ჩაგრავდნენ.

"ის სპორტში ჩვენზე მაგარი იყო, ვფიქრობ სწორედ ეს იყო მიზეზი რის გამოც ვცემეთ, უბრალო, ჩვეულებრივი შური იყო. სულელი ბავშვი ვიყავი", ამბობს მეთიუ პერი.

თუმცა ხუმრობით აღნიშნა ისიც, რომ შესაძლოა სწორედ ამ ჩაგვრამ აქცია ტრიუდო ისეთ ძლიერ პიროვნებად, როგორიც დღეს არის.