პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ყოფილა არაერთი მმართველი, რომელიც ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარდა.

"ჩვენ არაერთი ნარკომანი მმართველი გვინახავს, როგორიც არის სააკაშილი, რომელიც დღესაც არის აქტიური მომხმარებელი ნარკოტიკული საშუალებების და მისი ლაივჩართვები, რა თქმა უნდა, არის ამის დამადასტურებელი, რომ იმისდა მიხედვით, რა დოზას მოიხმარს, ხან უმატებს ტონს, ხან უკლებს და ეს ძალიან მარტივი ასახსნელია", — ამბობს პრემიერმინისტრი.

მისივე თქმით, გიორგი გახარიას რეაქცია ნარკოტესტთან დაკავშირებით გაუგებარია.