ნარკოტესტზე უარით, გახარიამ პრაქტიკულად, ხელი მოაწერა ნარკომანიასთან პრობლემებს — კობახიძე
ქართული ოცნების თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ყოფილმა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ნარკოტესტის ჩაბარებაზე უარის თქმით, თავის პრობლემებს ნარკომანიასთან დაკავშირებით "ხელი მოაწერა". მისივე თქმით, ნიკანორ მელია და სხვა კანდიდატებმა ნარკოტესტზე უარი თქვეს, რადგან ნახეს, გახარია "გაჭედილი იყო ამ თემაში", რაც ხაზს უსვამს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს შორის ალიანსს.
" იყო ძალიან ჯანსაღი ინიციატივა, რაზეც ძალიან დაიბნენ და გაღიზიანდნენ ვიღაცები, რასაც აშკარად ჰქონდა თავისი მიზეზები. აქ საინტერესო რა არის, რომ როდესაც გახარიამ უარი თქვა ტესტის ჩაბარებაზე, რითაც პრაქტიკულად ხელი მოაწერა თავის პრობლემებს ნარკომანიასთან დაკავშირებით, ამის შემდეგ გააუქმა ნარკოტესტი ყველა მისმა სატელიტმა კანდიდატმა, მათ შორის, ნიკანორ მელიამაც და სხვებმა მას შემდეგ, რაც დაინახეს, რომ გახარია გაჭედილი იყო ამ თემაში. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ არის ძალიან მკაფიო ალიანსი კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს შორის", — განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.
თბილისის მერობის კანდიდატი, გიორგი გახარია კი ამბობს, რომ ნარკოტესტის გასაკეთებლად უკვე იმყოფებოდა ავსტრიაში და შედეგს მიღებისთანავე გაასაჯაროებს. მისივე თქმით, ამ ნაბიჯით სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს უხერხულობა აარიდა თავიდან.
გიორგი გახარიამ 13 სექტემბერს განაცხადა, რომ ქართული ოცნება სამხარაულის ბიუროში უმზადებდა პროვოკაციას ნარკოტესტთან დაკავშირებით.
"გავფრინდებით ევროპაში, საერთაშორისო ლაბორატორიაში, სადაც ჩავაბარებთ თმის ანალიზს", — განაცხადა მაშინ გახარიამ.
გახარიას განცხადება სამხარაულის ეროვნულ ბიუროში მათი დისკრედიტაციის მცდელობად შეაფასეს.
ნარკოტესტი პირველად ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ჩაიტარა, ეს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციით ახსნა და სხვა კანდიდატებსაც იგივე მოუწოდა. მოწოდების საპასუხოდ, გახარიამ განაცხადა, რომ ოპონენტებმა მასთან დებატებზე პირისპირ დაჯდომის შიშით "ბანკებით" სირბილი დაიწყეს. 10 სექტემბერს მან, ასევე, განაცხადა, რომ ახლო მომავალში ნარკოტესტთან დაკავშირებით "საინტერესო ინფორმაციას" გაამხელდა.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები