თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე დაჭრილი ნიკა კვარაცხელია კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის გარდაცვალების შესახებ On.ge-ს ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში დაუდასტურეს.

"ნიკოლოზ კვარაცხელია, მიუხედავად იმისა რომ 22 წლის იყო, ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით არსებულ ბიზნეს წრეებში, უდიდესი რეპუტაციითა და წარმატებით სარგებლობდა. ის გახლდათ ცნობილი ევროპული ბიზნეს სკოლის SKEMA Business School-ის გამორჩეული სტუდენტი და თავის საქმის პროფესიონალი", — აცხადებენ CBS Group-ში.

ნიკოლოზ კვარაცხელია ქართველმა მომხმარებელმა მისი ავტორობით შექმნილი პროექტის — FEEDC -ის საშუალებით გაიცნო. იგი მალევე მოხვდა Forbes-ის, წარმატებული ახალგაზრდებისთვის შექმნილ პროექტში — Forbes Under 30-ში.

"ნიკოლოზ კვარაცხელია იყო ჩვენი ბიზნეს ჯგუფის აღმოჩენა. მისი ბრწყინვალე გონება, ჰოლდინგში ხელმძღვანელობდა დეპარტამენტს ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით, რომელმაც სული ჩაუდგა, რამდენიმე მსხვილ პროექტსა და სტარტაპს. ნიკოლოზ კვარაცხელია პერიოდულად ატარებდა ვორქშოპებს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში, ხვდებოდა სტუდენტებს, იყო მაგალითი და სტიმული უამრავლი ახალგაზრდასთვის, რომელთა შორის გამორჩეულებს — აძლევდა კომპანიაში დააქმების საშუალებას", — წერს CBS Group ნიკო კვარაცხელიაზე და გარდაცვლილის ოჯახს თანაუგრძნობს.

ნიკილოზ კვარაცხელია ვერაზე გუშინ, 15 სექტემბერს დაჭრეს.