დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

16 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 176 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 838, ხოლო გარდაიცვალა — 43 ადამიანი.

ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 589 727-ს, მათგან გამოჯანმრთელდა — 554 618, ხოლო ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 8 390 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 400 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით — 18 551, ხოლო PCR-ით — 16 849.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6,15%, ბოლო 14 დღის განმავლობაში — 7,46%, ხოლო 7 დღის — 7,21%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 176 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 756 შემთხვევა;
  • აჭარა — 134;
  • იმერეთი — 357;
  • ქვემო ქართლი — 143;
  • შიდა ქართლი — 138;
  • გურია — 59;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი — 243;
  • კახეთი — 236;
  • მცხეთა-მთიანეთი — 58;
  • სამცხე-ჯავახეთი — 42;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 10.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 693 საიდანაც: 5 637 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში — 2 242, აჭარაში — 607, იმერეთში — 1 049.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 322 პირი, მათ შორის, თბილისში — 512, აჭარაში — 151, იმერეთში — 350. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 354 პირი, მათგან თბილისში — 214, აჭარაში — 18, იმერეთში — 30.

1 350 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 741 — თბილისში, 377 — აჭარაში. 19 706 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 75 ადამიანი, მათ შორის, თბილისში — 74, ხოლო აჭარაში — 1.

სულ 6 ოქტომბრიდან — 15 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია — 25 149 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 877 ადამიანი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: