ბრიტნი სპირსმა ინსტაგრამის ანგარიში გააუქმა
ამერიკელმა მომღერალმა, ბრიტნი სპირსმა, ინსტაგრამზე საკუთარი ანგარიში გააუქმა. 14 სექტემბერს, მოძრაობა #FreeBritney-ის ("თავისუფლება ბრიტნის") მხარდამჭერებისათვის მადლობის გადახდის შემდეგ პოპვარსკვლავის გვერდი სოციალური მედიის პლატფორმიდან გაქრა. მოგვიანებით სპირსმა ტვიტერზე დაწერა, რომ საკუთარი ნიშნობის აღსანიშნავად, უბრალოდ, ცოტა ხნით აპირებდა სოციალური მედიისგან დასვენებას, მალე კი ისევ დაბრუნდებოდა.
მომღერალთან დაახლოებული წყარო აცხადებს, რომ სპირსმა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო. თავად ბრიტნიმაც აღნიშნა, რომ მომავალში უფრო იშვიათად გამოჩნდებოდა სოციალურ ქსელში.
სპირსის ბოლო პოსტი ინსტაგრამზე სტატიის, სახელად, ასწავლეთ სიყვარულით, სქრინები იყო. პოსტის აღწერაში კი მომღერალმა დაწერა:
"ეს უნდა დამეპოსტა, რათა მთელი სტატია ნახოთ. იმ სამყაროში გაზრდა, სადაც ჩემს თითქმის ყველა ქმედებას სხვა აკონტროლებდა... იმედია, ეს შეტყობინება იმ ადამიანებს მისწვდება, რომლებიც სისტემისგან მანიპულირების მსხვერპლები არიან. არა... მარტო არ ხართ და არა... შეშლილი არ ხართ! სანამ გვიანი არაა, ხალხმა ეს უნდა შეისმინოს! 13 წელი ველოდებოდი და დღეებს ვითვლიდი ჩემს თავისუფლებამდე! და ისევ... #FreeBritney-ის მხარდამჭერებო, უმაგრესები ხართ! ძალიან მიყვარხართ, ღმერთი გფარავდეთ".
ბრიტნი სპირსის ბრძოლა 13-წლიანი მეურვეობის წინააღმდეგ დასასრულს უახლოვდება. მომღერლის მამამ სასამართლოს შვილის მეურვეობისგან გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა. ცოტა ხნის წინ კი ბრიტნიმ ინსტაგრამზე გამომწერებს ახარა, რომ 5-წლიანი ურთიერთობის შემდეგ შეყვარებულ სემ ასგარზე დაინიშნა.
აღსანიშნავია, რომ ინსტაგრამზე პოპვარსკვლავის ანგარიშმა დიდი როლი ითამაშა კამპანია #FreeBritney-ის წარმოებაში. ფანების დიდი ნაწილი მიიჩნევდა, რომ სპირსის პოსტები მისი კარჩაკეტილი ცხოვრებისათვის თვალშესავლებად იშვიათი საშუალება იყო.
მომღერლის მეურვეობის საქმეზე სასამართლოს მორიგი მოსმენა 29 სექტემბერსაა ჩანიშნული.
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
კომენტარები