თბილისში, ნიკოლაძე-ანჯაფარიძის ქუჩის კვეთაზე ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. როგორც On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, შემთხვევა დღეს, 15 სექტემბერს, მოხდა. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 19-109 და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.