ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრში სწავლა დაიწყო
ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრში პირველი სასწავლო სემესტრი დაიწყო. ოფიციალური ღონისძიება ტრესტის ყოფილ შენობაში გაიმართა.
მულტიფუნქციური ცენტრი იმერეთის პროფესიულ საგანმანათლებლო ჰაბს აერთიანებს, რომელიც ადგილობრივებს აქტიურად ჩართავს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და დაეხმარება შრომით ბაზარზე ეფექტურ ინტეგრაციაში.
ღონისძიებას, რომელიც კოვიდრეგულაციების დაცვით გაიმართა, ოფიციალური პირები დაესწრნენ: კომპანია ჯორჯიან მანგანეზის სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
დამსწრეებს დეტალურად მიეწოდათ ინფორმაცია ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის საქმიანობის შესახებ, უკვე განხორცილებულ და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით. ამავე დღეს, ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრსა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მისი მიზანი რეგიონში ახალგაზრდული პოლიტიკის შექმნა და გაძლიერებაა.
როგორც მულტიფუნქციურ ცენტრში აცხადებენ, ისინი ამბიციური გეგმით განაგრძობენ საქმიანობას. ორგანიზაციამ რეგიონის მასშტაბით უკვე შეძლო ახალგაზრდების დაინტერესება სხვადასხვა სასწავლო პროგრამით. მათ საშუალება აქვთ, აირჩიონ სასურველი პროგრამა, ჩაირიცხონ გადამზადების კურსზე, მიიღონ ცოდნა ან აიმაღლონ კვლიფიკაცია.
ცენტრში სწავლა უფასოა, რადგან მას ფინანსური მხარდაჭერით კომპანია ჯორჯიან მანგანეზი უზრუნველყოფს, რომელიც ორგანიზაციის მთავარი დონორიცაა.
პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსები კი მრავალფეროვანია:
- Web Development
- Front End Development
- Backend Development
- Different Coding Languages
- UI/UX Design
- Graphic Design
მულტიფუნქციურ ცენტრში ასევე გაიხსნა რობოტიკის სკოლა. ამასთან, სოფლის მეურნეობის სფეროს რამდენიმე მიმართულებითაც შეიქმნა სასწავლო კურსები: მეხილეობა, მეფუტკრეობა, დეკორატიული მცენარეების გამოყვანა და წარმოება.
სხვადასხვა პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსები ჯამში ორასზე მეტ ბენეფიციარს აერთიანებს. მულტიფუნქციური ცენტრი უახლოეს პერიოდში დაინტერესებულ ახალგაზრდებს დამატებით ახალ პროგრამებსაც შესთავაზებს.
ჯორჯიან მანგანეზის გადაწყვეტილებით კი, მულტიფუნქციურ ცენტრს ეგრეთ წოდებული ტრესტის ყოფილი შენობა გადაეცა, რომელიც თითქმის ასწლიან ისტორიას ითვლის. შენობას ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული და მისი რეაბილიტაცია სტანდარტების დაცვით განხორციელდება.
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
კომენტარები