ბიზნესდაჯილდოება 2021 განახლებული ნომინაციებითა და ახალი ფორმატით დაიწყო.

უკვე მეექვსე წელია, თიბისი ქვეყანაში ყველაზე მასშტაბურ ბიზნესდაჯილდოებას წარმატებით ატარებს, რომლის მიზანიც ბიზნესსოციუმის შექმნა და ბიზნესების მხარდაჭერაა. 2016 წლიდან დღემდე დაჯილდოებაში 2 500-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

დაჯილდოება მიზნად ისახავს, წაახალისოს ის ბიზნესები, რომლებიც განვითარებას არ წყვეტენ და მუდმივად ცდილობენ, ახალი, საინტერესო და გამოსადეგი შესთავაზონ საკუთარ მომხმარებელს — იქნება ეს მომხმარებელზე ორიენტირებული თუ ინოვაციური პროდუქტი ან მომსახურება.

წელს დაჯილდოებას ორი მნიშვნელოვანი ნომინაცია დაემატა. ჟიური საუკეთესო ბრენდებს შემდეგ ნომინაციებში გამოავლენს:

  • საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის
  • საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის
  • გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის
  • საუკეთესო ბიზნეს თანამშრომლობისთვის
  • გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში

თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულის გამოსავლენად ბიზნესის სხვადასხვა სფეროში მომუშავე ადამიანების ჯგუფი იზრუნებს, რომლებიც საუკეთესო ბრენდს რამდენიმე კრიტერიუმით შეარჩევენ.

თიბისი ბიზნესისთვის და ჟიურისთვის მნიშვნელოვანია, თითოეულ ნომინაციაში აღმოაჩინონ ისეთი კომპანიები, რომლებიც თავიანთი საქმიანობით საზოგადოებაზე დადებით გავლენას ახდენენ, არიან შთამაგონებლები სხვებისთვის და უკეთესობისკენ ცვლიან მომხმარებლის ქცევას.

წელს გამარჯვებულები თავიანთ ბიზნესებზე მორგებულ და მათთვის საჭირო ახალ პრიზებს აირჩევენ. თიბისი მათ მხარდაჭერას სამი მიმართულებით სთავაზობს:

  1. ახალი ვებგვერდის შექმნა
  2. ბრენდის სტრატეგიის შექმნა
  3. მედია მხარდაჭერის უზრუნველყოფა

ბიზნესდაჯილდოების ვებგვერდზე მონაწილეთა რეგისტრაცია 15 სექტემბერს დაიწყება და 15 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. გამარჯვებულები კი, დეკემბერში გამოვლინდებიან.

ბიზნესდაჯილდოების პარტნიორები არიან: EFSE Entrepreneurship Academy და Forbes Georgia.